კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მოვითხოვთ დაპატიმრებული ადვოკატის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას - არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება

4 აგვისტო, 2011

საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები გამოვხატავთ შეშფოთებას  ბათუმის საქალაქო სასამართლოში ადვოკატ რამინ პაპიძის დაპატიმრების ფაქტთან დაკავშირებით.  

28 ივლისს რამინ პაპიძე ბათუმის საქალაქო სასამართლოში, 21 მაისის საპროტესტო აქციის მონაწილეების მიერ აჭარის ტელევიზიის ბლოკირებაში ეჭვმიტანილებს იცავდა. აღნიშნულ პროცესზე, პაპიძე შვიდი ბრალდებულიდან ხუთს იცავდა. იგი მოსამართლე ვერა დოლიძემ ჯერ 200 ლარით დააჯარიმა. პაპიძის მიერ გამოხატულ პროტესტს მოსამართლის მხრიდან მისი დარბაზიდან გაძევება მოჰყვა. ადვოკატი სასამართლო სხდომის დარბაზიდან მანდატურებმა გაიყვანეს. ისინი დარბაზიდან გამოსულ ადვოკატზე აგრძელებდნენ ძალის გამოყენებას და როგორც პაპიძე ამბობს, მას ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენეს. იმავე საღამოს ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე თემურ გოგოხიამ ამ ინციდენტის ადმინისტრაციული პროცესი დანიშნა და ადვოკატ რამინ პაპიძეს 10-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.  

მიგვაჩნია, რომ რამინ პაპიძისადმი ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდებისას ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე თემურ გოგოხიამ სრულყოფილად არ შეისწავლა ამ საქმის გარემოებები. პროცესზე მან არ მოისმინა თვითმხილველთა ჩვენებები და მხოლოდ მეორე მხარის - სასამართლოს მანდატურების ახსნა-განმარტებას დაეყრდნო.

აღსანიშნავია, რომ მანამდე მოსამართლე ვერა დოლიძემ, 21 მაისის საპროტესტო აქციის მონაწილეთა სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას, ადვოკატი რამინ პაპიძე არაერთხელ დააჯარიმა სხვადასხვა მიზეზით. საერთო ჯამში ჯარიმების თანხამ 3 100 ლარი შეადგინა.

დაპატიმრების დღესვე რამინ პაპიძემ პროტესტის ნიშნად მშრალი შიმშილობა გამოაცხადა და დღემდე შიმშილობს.

მივმართავთ საერთაშორისო ორგანიზაციებს და საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, დაინტერესდნენ ამ საქმით და შეისწავლონ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ასევე მონიტორინგი გაუწიონ ადვოკატის უფლებების დაცვას გამოცხადებული შიმშილობის პროცესში.

მიგვაჩნია, რომ ადვოკატი რამინ პაპიძე ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტების უფლებების დაცვის გამო იდევნება. ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიკერძოებული გადაწყვეტილება სწორედ ამაზე მეტყველებს.

მოვითხოვთ დაკავებული ადვოკატის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და საქმის ობიექტურ განხილვას. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი
ასოციაცია „სამართალი და თავისუფლება“
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
აჭარის დამოუკიდებელ ექსპერტთა კავშირი
სამოქალაქო საზოგადოება - ადამიანის უფლებებისთვის
კავკასიის ქალთა ქსელი
„ჩვენი თაობა“
ჯანმრთელი სამყარო
საზოგადოებრივი დამცველი
კოალიცია სამოქალაქო განვითარებისათვის
კონსტიტუციის 42-ე მუხლი
მიგრანტების დაცვისა და ინტეგრაციის ცენტრი

ახალი ამბები