კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პრეზიდენტის დაცვის წევრებმა ჟურნალისტი დააკავეს

2 სექტემბერი, 2011

საქართველოს პრეზიდენტის დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა ყვარელში, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს, კახეთის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტი ნათია დანელიშვილი დააკავეს.

კახეთის საინფორმაციო ცენტრის რედაქტორის გელა მთივლიშვილის განცხადებით, დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა ჟურნალისტისგან მის მიერ გადაღებული მასალის წაშლა მოითხოვეს, მანამდე კი გადაადგილების საშუალებას არ აძლევდნენ.

ჟურნალისტის ცნობით, მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, პრეზიდენტის დაცვის სამსახურის თანამშრომლები მას ფოტოკამერის განადგურებით დაემუქრნენ.

ჟურნალისტმა გრემის ახლადრეაბილიტირებული სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფ პოლიციის თანამშრომლებს დახმარება სთხოვა, თუმცა - უშედეგოდ.

გრემის ახლადრეაბილიტირებული სამონასტრო კომპლექსი მიხეილ სააკაშვილმა 2 სექტემბერს 13:00 საათზე გახსნა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი ჟურნალისტის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვა. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ირმა ნადირაშვილმა ცენტრს განუცხადა, რომ ჟურნალისტმა ნათია დანელიშვილმა პრეზიდენტის ესკორტი გადაიღო, რისი უფლებაც მას არ ჰქონდა და დაცვის სამსახურთან ამიტომაც შეექმნა პრობლემები. ნადირაშვილმა ცენტრს პირობა მისცა, რომ პრობლემა რამდენიმე წუთში მოგვარდება.

ცოტა ხნის შემდეგ ნათია დანელიშვილი გაათავისუფლეს. მას თავისუფლება 40 წუთის განმავლობაში ჰქონდა შეზღუდული.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები