კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ოსურმა მხარემ 15-დან 7 პატიმარი გაათავისუფლა

5 სექტემბერი, 2011

მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, ოსურმა მხარემ ბოლო 2 თვის განმავლობაში დაკავებული 15 ქართველიდან, 7 პატიმარი გუშინ გაათავისუფლა. ამ ინფორმაციას საქართველოს შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი შოთა უტიაშვილიც ადასტურებს.

საქართველოს 8 მოქალაქე, მათ შორის 22 აგვისტოს დაკავებული მცხეთის რაიონის სოფელ ძალისში მცხოვრები ძმები - 21 და 23 წლის შოთა და გიგა ბზარაშვილები და მათი ბიძა, 33 წლის ელიზბარ ბზარაშვილი ისევ პატიმრობაში რჩებიან.

2 სექტემბერს გამართულ ქართულ-ოსურ ორმხრივ შეხვედრაზე ოსურმა მხარემ დაკავებული ბზარაშვილების გათავისუფლებაზე უარი თქვა. როგორც საქართველოს შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა შოთა უტიაშვილმა განაცხადა, ოსმა დე ფაქტო სამართალდამცავებმა დაკავებულებს ბრალი საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის წაუყენეს.

მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი დაკავებული შოთა და გიგა ბზარაშვილების დედას, ლია ხატისაშვილსაც დაუკავშირდა. ხატისაშვილის ინფორმაციით, ოსი სამართალდამცავები ბზარაშვილების გასამართლებას აპირებენ.

„ახლა ვესაუბრეთ საქართველოს შსს-ს თანამშრომლებს. გვითხრეს, რომ მთავარი მიზეზი, რის გამოც ჩემს შვილებს და მაზლს არ ათავისუფლებენ, არის ის, რომ მათ იარაღი ჰქონდათ. ყველამ იცის, რომ ისინი სანადიროდ იყვნენ წასულები. თან სამი სანადირო თოფი ჰქონდათ წაღებული. სამივე თოფი გაფორმებული იყო და ნადირობის ნებართვაც ჰქონდათ. არ ვიცი, რა გვეშველება. დღეს ისიც ვერ მითხრეს, მომდევნო შეხვედრა ოსურ მხარესთან როდის გაიმართება, ან საერთოდ გაიმართება თუ არა“, - აღნიშნა ლია ხატისაშვილმა.

მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, საუბარია რუსული წარმოების MC ტიპის ნახევრად ავტომატურ იარაღზე, რომელიც ერთდროულად 5 პატრონას ისვრის. საქართველოში ამ ტიპის იარაღით ნადირობა კანონით დაშვებულია.

მცხეთის რაიონის სოფელ ძალისში მცხოვრები ძმები - 21 და 23 წლის შოთა და გიგა ბზარაშვილები და მათი ბიძა, 33 წლის ელიზბარ ბზარაშვილი ოსმა სამართალდამცავებმა „საზღვრის უკანონო გადაკვეთის“ ბრალდებით 22 აგვისტოს, ახალგორთან დააკავეს. ახალგაზრდები გორის რაიონის სოფელ წითელუბნის მიმდებარე ტერიტორიაზე მწყერზე ნადირობდნენ.

მცხეთა - მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები