კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრი პატიმრების წამების ფაქტების გამოძიებას მოითხოვს

6 სექტემბერი, 2011

მარიამ იმერლიშვილი

5 სექტემბერს ადამიანის უფლებათა ცენტრის ოფისში პატიმრების წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებს საგანგებო პრესკონფერენცია მიეძღვნა. ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა უჩა ნანუაშვილმა და იურიდიული ჯგუფის ხელმძღვანელმა ნინო ანდრიაშვილმა განსაკუთრებით მსჯავრდებულ რუდიკ ოვაკიმიანის პრობლემებზე გაამახვილეს ყურადღება.

რუდიკ ოვაკიმიანი 2005 წლიდან იხდის სასჯელს ნარკოდანაშაულისთვის. მას 11 წელი აქვს მისჯილი. რუსთავის N17 სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციის გულგრილობის გამო ტუბერკულოზი განუვითარდა და გაურთულდა. ამჟამად, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

როგორც ნინო ანდრიაშვილი აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ზეწოლის მუდმივი ობიექტია. მას ყურადღებას არ აქცევენ და არ მკურნალობენ, რის გამოც პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა თანდათან გართულდა. თბილისის სამკურნალო დაწესებულებაში არ აღმოჩნდა პირობები ტუბერკულოზით დაავადებული პატიმრის განსაკურნებლად.

„სამკურნალო დაწესებულების  ადმინისტრაცია ოვაკიმიანს ძალიან ცუდად ექცეოდა. შეუზღუდეს პირადი ბარათით, ანუ მაღაზიით, ასევე - ტელეფონით და აბანოთი სარგებლობის უფლება. დაწესებულების უსაფრთხოების უფროსი გიორგი ავსაჯანაშვილი მას ასეთი სიტყვებით ემუქრებოდა: „საჩივრების წერას თავს თუ არ დაანებებ, აქედან პირდაპირ მორგში გაგიტანენ“. პატიმარს სუფთა ჰაერზე გასეირნების საშუალებაც არ ჰქონდა. მე მას ჩამოვართვი წერილობით ახსნა-განმარტება, რომლის გარეთ გამოტანის საშუალებაც არ მომცა დაწესებულების ადმინისტრაციამ, რაც ჩემთვის წარმოუდგენელი ფაქტი იყო. ყველანაირად ცდილობდნენ, რომ წნეხის ქვეშ ვყოფილიყავით პატიმარიც და მეც. რ. ოვაკიმიანი მივიდა იმ ზომამდე, რომ თვითდაზიანებები მიიყენა სხეულზე. მსჯავრდებულს ამ დაწესებულებაში როგორც ფსიქოლოგიური, ისე მორალური და ფიზიკური ტრავმები მიაყენეს“,     -     აღნიშნა ნინო ანდრიაშვილმა.

„ეს არის ის მძიმე რეალობა, რომელიც დღეს ქართულ საპატიმროებში არსებობს. მდგომარეობა ძალიან რთულია და მე მივმართავ შესაბამის ორგანოებს მიიღონ გადამჭრელი ზომები მსგავსი ფაქტების აღსაკვეთად“,     -     განაცხადა ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა უჩა ნანუაშვილმა.

ადამიანის უფლებათა ცენტრის გარდა საქმეში ჩართულია სახალხო დამცველის აპარატიც. მსჯავრდებულის ადვოკატის განცხადებით, მან მიმართა სასჯელაღსრულების დეპარტამენტს, უსაფრთხოების დეპარტამენტსა და მთავარ პროკურატურას, მაგრამ რეაგირება დიდი ხნის განმავლობაში არ მომხდარა.

ამდენი მიმართვის შენდეგ მსჯავრდებული ქსნის ტუბზონაში მხოლოდ ახლახანს გადაიყვანეს, როცა humanrights.ge-მ ამ საქმეზე პრესკონფერენციის ანონსი და სტატია გამოაქვეყნა. ადვოკატი იმედოვნებს, რომ პატიმარს ქსნის ტუბზონაში შესაბამისად უმკურნალებენ და მოექცევიან.
 
ნინო ანდრიაშვილმა რამდენიმე მსგავს ფაქტზეც გაამახვილა ყურადღება და თხოვნით მიმართა შესაბამის უწყებებს, გამოიკვლიონ ასეთი შემთხვევები და პასუხისგებაში მისცენ დამნაშავე პირები. მისი თქმით, სასჯელაღრულების დაწესებულებებში გამოკვეთილია სამი ფაქტორი, რის გამოც პატიმრების ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმდება: 1) კვალიფიკაციის ნაკლებობა, როცა ვერ უსვამენ დიაგნოზს 2) უყურადღებობა და გულგრილობა, როცა პატიმრის ბედი არ აღელვებთ 3) დასჯა, როცა პატიმარს რაღაცის გამო უკანონოდ სჯიან და სპეციალურად არ გადაჰყავთ სამკურნალო დაწესებულებაში.

ახალი ამბები