კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თუშეთში გეი ტურისტები ცემეს

6 სექტემბერი, 2011

თუშეთში გეი ტურისტები ცემეს, ხელ-ფეხი შეუკრეს და მდინარეში გადაყარეს. ამის შესახებ კახეთის საინფორმაციო ცენტრს ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის წარმომადგენელმა განუცხადა. მისივე თქმით, ტურისტებმა საქართველო უკვე დატოვეს.

ინციდენტი ერთი კვირის წინ, სოფელ ომალოში მოხდა. თუშეთში დასასვენებლად მყოფმა რამდენიმე ქართველმა ახალგაზრდამ სამი გერმანელი ტურისტი სუფრაზე მიიწვია. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, ჩხუბი მას შემდეგ დაიწყო, რაც ტურისტებმა ერთმანეთს აკოცეს. ქართველმა ახალგაზრდებმა გერმანელი ტურისტები ჯერ ცემეს, ხოლო შემდეგ ხელ-ფეხი შეუკრეს და მდინარეში გადაყარეს. ტურისტები წყლიდან ომალოს მაცხოვრებლებმა ამოიყვანეს. ტურისტული კომპანიის წარმომადგენლის ცნობით, ადგილობრივებმა უზრუნველყვეს ტურისტების ბარში უსაფრთხო ტრანსპორტირება, საიდანაც ისინი თბილისში ჩავიდნენ და საქართველოდან გაემგზავრნენ.

მომხდართან დაკავშირებით დაზარალებულ ტურისტებს არც პოლიციისთვის და არც საკონსულოსთვის არ მიუმართავთ. შესაბამისად, ახმეტის პოლიციაში სისხლის სამართლის საქმე აღძრული არ არის.

როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ვაჟა ნასყიდაშვილმა განუცხადა, ომალოში ახმეტის პოლიციის თანამშრომლები რეგულარულად პატრულირებენ. „მითუფრო ზაფხულში, როცა თუშეთში ძალიან ბევრი ტურისტია, პოლიციის თანამშრომლები იქ ყოველთვის არიან. საგუშაგოც აქვთ, აეროპორტის მოპირდაპირე მხარეს. ტურისტების ცემის შესახებ ჩვენ არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს“, - განაცხადა გამგებლის მოადგილემ.

კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, ქართველი ახალგაზრდები, რომლებმაც ტურისტები ცემეს, მაღალჩინოსნების შვილები არიან. კახეთის საინფორმაციო ცენტრი ცდილობს დაადგინოს ამ ახალგაზრდების ვინაობა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები