კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციულ რესურსს იყენებს

7 სექტემბერი, 2011

„ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ვასილ დავითაშვილი, რომელიც თელავის საარჩევნო ოლქში 2011 წლის 2 ოქტომბრის შუალედურ საპარლამენტო არჩევნებში კენჭს იყრის, წინასაარჩევნო კამპანიის მიზნებისთვის ადმინისტრაციულ რესურსს იყენებს.

კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, ვასილ დავითაშვილი თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანამდებობიდან 31 აგვისტოს გადადგა, 1-ელ სექტემბერს კი ის „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად წარადგინა.

თანამდებობიდან გადადგომისა და კანდიდატად რეგისტრაციის შემდეგ ვასილ დავითაშვილი გამგეობის კორპორატიული ტელეფონით (577 583 583) სარგებლობს. აღნიშნული ნომერი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკუთრებაა, სააბონენტო გადასახადს იხდის გამგეობა ადგილობრივი ბიუჯეტიდან და ამ ნომრით ვასილ დავითაშვილი უფასოდ რეკავს გამგეობის, საკრებულოს და გუბერნატორის ადმინისტრაციის ყველა თანამშრომელთან, რომელთა ტელეფონებიც ასევე კორპორატიულ რეჟიმშია ჩართული.

შეგახსენებთ, რომ 2010 წლის მაისში, გურჯაანის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნებისთვის მსგავსი ფაქტის დაფიქსირების გამო „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს გიორგი ჩივიაშვილს ცესკო-ში უჩივლა. მაშინ პარტიამ ცესკო-ში გურჯაანის გამგეობის წერილი წარადგინა, რომელიც 27 აპრილით იყო დათარიღებული. გამგეობა კომპანია „ჯეოსელს“ სთხოვდა, კონკრეტული ნომერი კორპორატიული რეჟიმიდან გამოერთოთ. წერილის საფუძველზე ცესკო-მ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ საჩივარი არ დააკმაყოფილა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრის მიერ გადამოწმებული ინფორმაციით, ამ დრომდე თელავის გამგეობას კომპანია „ჯეოსელისთვის“ არ მიუმართავს, რომ ნომერი 577 583 583 კორპორატიული რეჟიმიდან გამოერთოთ.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები