კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სემეკმა ქვემო მაღაროს მაცხოვრებლების საჩივარი დააკმაყოფილა

8 სექტემბერი, 2011

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ ს/ს „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ წინააღმდეგ, სიღნაღის რაიონის სოფელ ქვემო მაღაროს მაცხოვრებლების საჩივარი დააკმაყოფილა. ამის შესახებ კახეთის საინფორმაციო ცენტრს ენერგოომბუდსმენმა ვარლამ ფხაკაძემ განუცხადა.

„კომისიის გადაწყვეტილებით, აბონენტებს, რომლებსაც დიდი ნაშთები ერიცხებოდათ, თანხა ჩამოეწერებათ. კომისიამ დარიცხული თანხა არაკანონიერად სცნო. კომპანია აბონენტებს ინდივიდუალურ მრიცხველებს დაუმონტაჟებს და თანხას მრიცხველის ჩვენების საფუძველზე გადაიხდიან“, - აღნიშნა ვარლამ ფხაკაძემ.

შეგახსენებთ, რომ  სიღნაღის რაიონის სოფელ მაღაროში 6 ოჯახს რვა თვეა ელექტროენერგია არ მიეწოდება. ს/ს „კახეთის ენერგოდისტრიბუცია“ აბონენტებს 1000-დან 2000 ლარამდე თანხის გადახდას ედავებოდა. აბონენტებს მიაჩნდათ, რომ ენერგოსადისტრიბუციო კომპანიის მოთხოვნა უსაფუძვლო იყო, რის გამოც ისინი თანხას არ იხდიდნენ.

იხილეთ ამ თემაზე კახეთის საინფორმაციო ცენტრის მიერ ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიება - ენერგორეკეტი.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები