კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მოსამართლემ ჟურნალისტს სასამართლო განხილვის ხელის გულზე ჩანიშვნა აუკრძალა

8 სექტემბერი, 2011

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენრტრის ჟურნალისტს საბა წიწიკაშვილს 7 სექტემბერს გორის რაიონულ სასამართლოში სხდომის მიმდინარების შესახებ ფურცელზე ჩანაწერების გაკეთების ნება არ მისცეს. წიწიკაშვილი ჟურნალისტის სტატუსით ესწრებოდა იმ სხდომას, სადაც განსასჯელებს   სამსახურეობრივი გულგრილობის მუხლით ასამართლებდნენ.

„მოსამართლე ნინო გერგაულმა შემამჩნია, რომ ფურცელზე რაღაცას ვინიშნავდი, ამის გამო მან სხდომა შეწყვიტა და ჩაწერა ამიკრძალა. მითხრა, რომ სასამართლო განხილვის  მხოლოდ მოსმენა შემეძლო“, - უთხრა media.ge-ს საბა წიწიკაშვილმა.

ჟურნალისტის თქმით, გაფრთხილების  მიღების შემდეგ მან სასამართლო სხდომის მიმდინარეობის ჩანიშვნა ხელის გულზე  განაგრძო, რის გამოც  მოსამართლისგან კიდევ ერთი შენიშვნა  მიიღო. „რამდენიმე წუთში სხდომა გადაიდო,  მიუხედავად იმისა, რომ დასაკითხი მოწმეები სხდომაზე გამოცხადდნენ“, - აღნიშნა წიწიკაშვილმა.

საერთო სასამართლოს შესახებ ორგანული კანონის მე-12 მუხლის მიხედვით, სასამართლოს შენობაში, ასევე სასამართლოს სხდომის დარბაზში საქმის განხილვის ფოტო-კინო, ვიდეო გადაღება და აუდიო ჩაწერა დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როცა აღნიშნული ხორციელდება სასამართლოს მიერ. კანონმდებლობა სხდომის მიმდინარეობის შესახებ  ფურცელზე ჩანაწერების გაკეთებას, მით უფრო  ხელის გულზე  ჩანიშვნას, არ კრძალავს.

მედია.გე

ახალი ამბები