კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სკოლები პირველკლასელების გარეშე

9 სექტემბერი, 2011

გელა მთივლიშვილი

დუშეთის რაიონის სოფლების შატილის, გუდრუხის, ყვავილის, ასევე ყაზბეგის რაიონის სოფელ ახალციხის საჯარო სკოლებში წელს პირველი კლასები არ გაიხსნება. დუშეთის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის უფროსის თინა ბანცურის განცხადებით, ამ სოფლებში სასკოლო ასაკის არც ერთი ბავშვი არ არის.

მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, რეგიონში წელს პირველ კლასში 1015 მოსწავლე შედის. აქედან მცხეთის მუნიციპალიტეტში - 596, დუშეთის მუნიციპალიტეტში - 297, თიანეთის მუნიციპალიტეტში - 89, ხოლო ყაზბეგის მუნიციპალიტეტში - 33.

თიანეთის რაიონის სოფელ ჩეკურაანთგორის საჯარო სკოლის პირველ კლასში კი წელს მხოლოდ ერთი მოსწავლე იქნება.

„დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ყვავილის დანიელ ჭონქაძის სახელობის 9-წლიანი საჯარო სკოლა ახალ სასწავლო წელს 12 მოსწავლით და 11 მასწავლებლით ხვდება. სკოლაში, სადაც ბავშვები სამი სოფლიდან - ყვავილიდან, მეზვრიანთკარიდან და თანიანთკარიდან დადიან, წელს პირველი კლასი არ გაიხსნება. მოსწავლეები არც მეორე, მესამე და მეშვიდე კლასში ჰყავთ. მეოთხე, მეხუთე, მეექვსე და მერვე კლასში კი თითო-თითო ბავშვია. ყველაზე მეტი მოსწავლე - 4 ბავშვი, მეცხრე კლასში ირიცხება“, - იუწყება მცხეთა - მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი.

ყვავილის საჯარო სკოლაში შედის ვეძათხევის დაწყებითი სკოლაც, სადაც ამ დროისთვის 4 მოსწავლეა.

მეზვრიანთკარსა და თანიანთკარში მცხოვრებ ბავშვებს სახლიდან სკოლამდე და შემდეგ სკოლიდან სახლამდე მისასვლელად ფეხით დღეში რამდენიმე კილომეტრის გავლა უწევთ.

ყვავილის სკოლა მე-20 საუკუნის 70-იან წლებშია აშენებული. შენობა რეაბილიტაციას საჭიროებს. სკოლაში ორი კომპიუტერია, ინტერნეტში არცერთი არ არის ჩართული. უცხო ენებიდან მხოლოდ ფრანგულს და რუსულს ასწავლიან. სკოლაში ინგლისური ენის მასწავლებელი არ ჰყავთ.

„სკოლაში ინგლისურის გარდა ყველა საგნის მასწავლებელი გვყავს. იმის გამო, რომ ინგლისურის საათები ცოტაა, სოფლამდე სავალი გზა კი შორი, მუშაობაზე ვერავის ვითანხმებთ,“ - აღნიშნა დანიელ ჭონქაძის სახელობის ყვავილის საჯარო სკოლის დირექტორმა ირაკლი ჭონქაძემ.

ყვავილის მაცხოვრებლების თქმით, ყვავილის სკოლაში მოსწავლეთა კონტიგენტის სიმცირის მთავარი მიზეზი უმუშევრობაა - მოსახლეობამ სოფელი სამუშაოს არქონის გამო მიატოვა.

„სოფელი სულ რომ არ დაიცალოს ხალხისგან, გადარჩენის ერთადერთი გზა სკოლაა“, - ამბობს ხელოვნებათმცოდნეობის მასწავლებელი ნაირა სუჯაშვილი.

ახალი ამბები