კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

წინასაარჩევნო შვებულება

9 სექტემბერი, 2011

თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის 54 თანამშრომელი შვებულებაში გავიდა. შვებულებაში გასული საჯარო მოსამსახურეების უმრავლესობა „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ვასილ დავითაშვილის წინასაარჩევნო კამპანიაშია ჩართული. საარჩევნო შტაბს კონტროლის პალატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი გიორგი ბოტკოველი ხელმძღვანელობს.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი აქვეყნებს 54 თანამშრომლის სიას, რომლებიც წინასაარჩევნოდ შვებულებაში გავიდნენ და პირდაპირ საარჩევნო ციებ-ცხელებაში ჩაერთვნენ. მათგან 36 საჯარო მოსამსახურე კუთვნილ, ანაზღაურებად შვებულებაშია გასული, ხოლო 18 მოხელე უხელფასო შვებულებით სარგებლობს.

წინასაარჩევნოდ შვებულებაში ასევე გავიდნენ კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის თანამშრომლებიც. რუსლან ჯანხოთელი - ზედამხედველობის სამსახურის მთავარი სპეციალისტის მოვალეობის შემსრულებელი; ერეკლე ამბარდანიშვილი - მთავარი სპეციალისტი; ხათუნა გულიაშვილი - ადმინისტრაციული სამსახურის მთავარი სპეციალისტის მოვალეობის შემსრულებელი; ლეილა ლეგაშვილი - ადგილობრივი თვითმმართველობისა და სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი სპეციალისტის მოვალეობის შემსრულებელი; ოთარ ჯაფოშვილი - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტის მოვალეობის შემსრულებელი.

შვებულებაში გავიდნენ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ ბუცხრიკიძე და საკრებულოს აპარატის მოქალაქეთა მომსახურებისა და საქმის წარმოების განყოფილების სპეციალისტი მარინა ჯუგაშვილიც.

საარჩევნო კოდექსი საჯარო მოხელეებს წინასაარჩევნო აგიტაციას არ უკრძალავს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ისინი უშუალოდ სამსახურებრივ ფუნქციებს ასრულებენ. „უშუალოს“ განმარტება კოდექსში მოცემული არ არის, რის გამოც აღნიშნული საკითხი ხელისუფლებასა და არასამთავრობოებს შორის კამათის საგანი არაერთხელ გამხდარა.

იურისტების განმარტებით, სწორედ იმ მიზეზით, რომ არასამთავრობოებს ხელისუფლება წინასაარჩევნო კამპანიის მიზნებისთვის ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებაში არ დაედანაშაულებინათ, კანდიდატის დასახელების შემდეგ საჯარო მოხელეები შვებულებაში მასობრივად გავიდნენ.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები