კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დუშეთში გლეხები ჰიბრიდული ჯიშის სიმინდის მოსავლით უკმაყოფილოები არიან

12 სექტემბერი, 2011

დუშეთის რაიონში მცხოვრები გლეხები ჰიბრიდული ჯიშის სიმინდის მოსავლით უკმაყოფილოები არიან. როგორც მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრს სულიკიანთ დასახლებაში მცხოვრებმა ჯუმბერ ფრიდონაშვილმა განუცხადა, 10 კგ ჰიბრიდული ჯიშის სიმინდი ნახევარ ჰექტარზე დათესა. სიმინდმა გვალვას ვერ გაუძლო და ძალიან „გაუმართლებს“, თუ 10 ტომარა სიმინდს მოტეხავს.

„ნაკვეთი სამჯერ გავთოხნე, გვარჯილაც შევიტანე, მიწა კულტივატორით გავაფხვიერე. ნაკვეთი ძალიან კარგად დავამუშავე, მაგრამ სულ ტყუილად. მიწაც ტყუილად მოვაცდინე და ფულიც დავკარგე. მოსავალი არ მომივიდა. ქართული სიმინდი რომ დამეთესა, უკეთესი მოსავალი მექნებოდა. ქვეყნის დასაცინი გავხდი,“ - ამბობს ჯუმბერ ფრიდონაშვილი.

დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის მანანა ნარიმანიძის განცხადებით, რაიონში ამერიკული სიმინდი 53.5 ჰა ფართობზე დაითესა. ადგილობრივი ხელისუფლება 1 ჰა-ზე დაახლოებით 9-12 ტონა სიმინდის მოსავალს ვარაუდობს.

მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები