კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა კავკასიის ქვეყნებში გენდერული ბალანსის დარღვევის გამო შეშფოთებას გამოთქვამს

13 სექტემბერი, 2011

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა კავკასიის ქვეყნებში გენდერული ბალანსის დარღვევის გამო შეშფოთებას გამოთქვამს.

ევროსაბჭოს „ადამიანის თანაბარ შესაძლებლობათა უზრუნველყოფის“ კომიტეტის მოხსენებაში ნათქვამია, რომ საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანსა და ალბანეთში მშობლები ოჯახის დაგეგმვისას უპირატესობას მამრობითი სქესის შვილებს ანიჭებენ. არჩევანი ჯერ კიდევ ბავშვის დაბადებამდე კეთდება, რაც ევროპელ პარლამენტართა შეფასებით, საზოგადოების ოპტიმალურ განითარებას აფერხებს.

ევროპელ სოციოლოგთა დასკვნით, საზოგადოების ნორმალური განვითარებისთვის 105 მამრობითი სქესის ბავშვზე 100 გოგონა უნდა მოდიოდეს. სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში კი ეს სტანდარტი დარღვეულია. საქართველოში ეს მაჩვენებელი ვაჟების სასარგებლოდ 111/100-ზეა. მოხსენებაში ნათქვამია, რომ სქესის შერჩევა მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში უნდა იყოს დაშვებული, როცა საქმე გენეტიკურ დაავადებებს ეხება.

შვეიცარელი დეპუტატის, დორის სტამპის განცხადებით, ბავშვის დაბადებამდე მამრობითი სქესზე არჩევანის გაკეთება „გენდერულ უსამართლობის შედეგია და ქალის მიმართ ძალადობის გამოხატულებაა, რაც ევროპულ ფასეულობებს ეწინააღმდეგება“.

კომიტეტი ამ ქვეყნების ლიდერებს მოუწოდებს, გადაამზადოს სამედიცინო პერსონალი, რათა მათ ბავშვის სქესის ადრეულ სტადიაზე გამოვლენას სწორი განვითარება მისცენ.

ახალ მოხსენებას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა პლენარულ სხდომაზე განიხილავს, რომელიც 3-7 ოქტომბერს უნდა გაიმართოს.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები