კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ჰერკულესის“ გაფიცულ თანამშრომლებს პირველი ცვლის მუშებიც შეუერთდნენ

15 სექტემბერი, 2011

ქუთაისის ქართულ-ინდური მეტალურგიული ქარხნის „ჰერკულესის“ გაფიცულ მუშა-მოსამსახურეებს პირველი ცვლის თანამშრომლებიც შეუერთდნენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირებიდან აცნობეს. 13 სექტემბერს გაფიცულებს ღამის ცვლის თანამშრომლები შეუერთდნენ.

როგორც პროფკავშირებში აცხადებენ, ამ დროისთვის საწარმოში მხოლოდ დირექცია და ქარხანაში დასაქმებული 150 ინდოეთის მოქალაქე იმყოფება, რომელთაც ქართველი მუშების სამუშაოს შესრულებაც უწევთ.

საწარმოში დასაქმებული მუშა-მოსამსახურეების გაფიცვის მიზეზი არახელსაყრელი შრომითი პირობები, გაუსაძლისი გარემო, ანტისანიტარია და ხელმძღვანელობის მხრიდან ცინიკური დამოკიდებულება გახდა. გაფიცვა 13 სექტემბერს დაიწყო და ქარხნის რამდენიმე თანამშრომელმა შიმშილობაც გამოაცხადა.

ქარხანაში დაახლოებით,  საქართველოს 350 და  ინდოეთის 150 მოქალაქეა დასაქმებული.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები