კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ახალი კანონპროექტით, ნადირობა ეროვნულ პარკში, აღკვეთილსა და დაცულ ლანდშაფტშიც იქნება დაშვებული

15 სექტემბერი, 2011

საქართველოში სანადირო ადგილების ჩამონათვალი კანონით განისაზღვრება. შესაბამისი ცვლილების შეტანა ტყის კოდექსში იგეგმება, რომლის ავტორები და ინიციატორები დეპუტატები: პავლე კუბლაშვილი, კახაბერ ანჯაფარიძე და ზვიად კუკავა არიან.

პროექტის თანახმად, კანონმდებლობით განისაზღვრება, რომ ნადირობა შეიძლება, განხორციელდეს ბუნებრივი რესურსების სააგენტოს მიერ გაცემული დოკუმენტის საფუძველზე. ნადირობა დაშვებული იქნება ტყის ფონდის ტერიტორიაზე, ეროვნულ პარკში, აღკვეთილში, დაცულ ლანდშაფტსა და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიაზე; აფხაზეთსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში არსებული სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიასა და ადგილობრივი მნიშვნელობის ტყეში.

ნადირობის ობიექტებს მიკუთვნებულ ცხოველებს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი განსაზღვრავს.

კანონის დღეს მოქმედ რედაქციაში საუბარი არაა იმაზე, თუ სად და რა დოკუმენტის საფუძველზე შეიძლება ნადირობა და ვინ გასცემს ამ დოკუმენტს.

მედიანიუსი

ორიგინალი

ახალი ამბები