კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თავდაცვის ბიუჯეტის გამჭვირვალობის კუთხით, საქართველო „საშუალოდან დაღმავალ“ კატეგორიაში მოხვდა

16 სექტემბერი, 2011

თავდაცვის ბიუჯეტის გამჭვირვალობის კუთხით, საქართველო „საშუალოდან დაღმავალ“ კატეგორიაში მოხვდა. ეს შედეგები „საერთაშორისო გამჭვირვალობა - ინგლისის“ თავდაცის ბიუჯეტის გამჭვირვალობის გლობალურ კვლევაში დაფიქსირდა.

კვლევის მიხედვით, მაღალი ქულები ქვეყნების 16%-მა  მიიღო. ისინი  არიან მაღალგანვითრებული ქვეყნები, მდგრადი დემოკრატიული ტიპის მმართველობით. სახელმწიფოთა 22% საშუალოდან მაღალ პოზიციაზეა. ქვეყნების 62% საშუალო, საშუალოდან დაბალ და დაბალ კატეგორიაშია.

კვლევის მიზანია ქვეყნების მონაცემთა ანალიზის საფუძველზე იმის განსაზღვრა, თუ როგორ იცავს ესა თუ ის ქვეყანა თავდაცვის ბიუჯეტის გამჭვირვალობის პრინციპებს.

„ყველა ქვეყანა, გარკეულწილად, ასაიდუმლოებს დაზვერვაზე, მოწმეთა დაცვაზე და მსგავს აქტივობებზე დახარჯული სახსრების მოცულობას, თუმცა ამ სახის სენსიტიური ინფორმაციის გასაიდუმლოება და დაცვა შეიძლება გამჭვირვალობასთან თავსებადი იყოს, თუ მთავრობები მართვის საღი პრინციპებით ისარგებლებენ და ამას ხელს შეუწყობს მძლავრი სამართლებრივი სისტემა. აღნიშნულ კვლევაში საქართველო ბოლოდან მეორე კატეგორიაშია ისეთ ქვეყნებთან ერთად, როგორებიც არის აზერბაიჯანი, ბულგარეთი, ავღანეთი, ინდოეთი, მექსიკა, ნიკარაგუა და სხვა“, - აცხადებენ კვლევის ავტორები.

კვლევის ფარგლებში, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - ინგლისმა“ შეისწავლა 88 ქვეყნის თავდაცვის უწყებების ბიუჯეტებთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაცია. ასევე საბოლოო ანგარიშის მომზადებისას გამოყენებულ იყო ღია ბიუჯეტის ინდექსი (OBI), საზოგადოებრივი დანახარჯისა და ფინანსური ანგარიშვალდებულების მონაცემთა ბაზა, გაერო-ს ინსტრუმენტი სამხედრო დანახარჯთა საერთაშორისო სტანდარტული ანგარიშგებისთვის, აკადემიური სტატიები, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების პუბლიკაციები და ანგარიშები, თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტის ხელმისაწვდომი ვერსიები. ქვეყნების რეიტინგს საფუძვლად ღია ბიუჯეტის ინდექსის შედეგები დაედო.

უმაღლესი ქულა მიიღეს საფრანგეთმა, გერმანიამ, ახალმა ზელანდიამ, ნორვეგიამ, შვედეთმა, აშშ-მა, ბრიტანეთმა.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები