კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ასმათ ხანგოშვილის პირველი კომენტარი გათავისუფლების შემდეგ

20 სექტემბერი, 2011
ფონდ როდი სკოტის თანამშრომელმა ასმათ ხანგოშვილმა გათავისუფლების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ხანგოშვილმა განუცხადა, მისთვის გათავისუფლება ისევე მოულოდნელი იყო, როგორც დაკავება.

ხანგოშვილის თქმით, რუსთავის ქალთა დაწესებულებაში იმყოფებოდა, როცა გათავისუფლების თაობაზე შეიტყო. მისივე განცხადებით, სანამ გაათავისუფლებდნენ, სასამართლო პროცესი ჩატარდა.

„საპროცესო გარიგება არ შემდგარა, ვინაიდან დანაშაული არ მიღიარებია. ვერ გეტყვით, რა სასამართლო ჩატარდა, ვერ ვერკვევი იურიდიულ საკითხებში“, - განაცხადა ხანგოშვილმა.

უცნობია, თუ რა გახდა ხანგოშვილის გათავისუფლების ოფიციალური საფუძველი. ხანგოშვილი აცხადებს, რომ გამოძიება მიმდინარეობს და ამის თქმა არ შეუძლია. მისი თქმით, იგი როდი სკოტის ფონდში მუშაობის გაგრძელებას აპირებს.

როდის სკოტის ფონდის თანამშრომელი ასმათ ხანგოშვილი 16 სექტემბერს, სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე ნაწილით (ნარკოტიკების შეძენა, შენახვა, გასაღება) ახმეტაში დააკავეს. ის თბილისში იმავე დღეს გადაიყვანეს და ერთთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.

მის დაკავებას თანასოფლელები და ფონდ როდი სკოტის თანამშრომლები აპროტესტებდნენ. ისინი ამტკიცებდნენ რომ ხანგოშვილი უდანაშაულოა და საპროტესტო აქციებს დუისში მართავდნენ.

როდი სკოტი ინგლისელი ჟურნალისტი იყო, რომელიც ჩეჩნეთში მოკლეს. პანკისის ხეობაში კი ჟურნალისტის სახელობის ფონდი მისმა მშობლებმა დააარსეს.

ფონდი ასმათ ხანგოშვილისთვის ინგლისელი ადვოკატის აყვანასაც გეგმავს.

ასმათ ხანგოშვილი 19 სექტემბერს გაათავისუფლეს.


ინტერპრესნიუსი


ახალი ამბები