კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ერთდღიანი ტრენინგი აჭარაში მოღვაწე მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისათვის

ერთდღიანი ტრენინგი აჭარაში მოღვაწე მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისათვის

25  სექტემბერს ბათუმში (მაზნიაშვილის ქ. # 9. სახალხო დამცველის ოფისი) ადამიანის უფლებათა ცენტრი ადგილობრივი არასამთავრობო და მედიის წარმომადგენლებისთვის ჩაატარებს ერთდღიან ტრენინგს თემაზე: „სიძულვილის ენა, სიძულვილის დანაშაული და ქართული რეალობა“.
 
პროექტი ხორციელდება ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის ოფისის მიერ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. ადამიანის უფლებათა ცენტრი პროექტის პარტნიორი ორგანიზაციაა, „ინტერნიუს - საქართველოსა“ და ასოციაცია „ათინათთან“ ერთად.
 
ტრენინგი გაიმართება ქართულ ენაზე და შერჩეული მონაწილეები ვალდებულნი არიან, ბოლომდე დაესწრონ სემინარს. სემინარი ჩატარდება 10:00 საათიდან 18:00 საათამდე. დაინტერესებულმა პირებმა CV უნდა გამოგზავნონ ელ-ფოსტაზე achi_ko1985@yahoo.com 24 სექტემბრის 18:00 საათამდე.
 
მონაწილეები თვითონ არიან პასუხისმგებლები მუნიციპალიტეტებიდან მგზავრობაზე. სემინარში მონაწილეობა შეზღუდულია და აუდიტორია გათვალისწინებულია 20 მონაწილის რაოდენობით.


ადამიანის უფლებათა ცენტრი