კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საჯარო რეესტრმა „მუსლიმთა სამმართველო“ და „იეზიდთა კრება“ ოფიციალურად დაარეგისტრირა

21 სექტემბერი, 2011

რელიგიების შესახებ კანონის მიღების შემდეგ, საჯარო რეესტრმა ორი რელიგიური ორგანიზაცია - „სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო“ და „იეზიდთა სასულიერო კრება საქართველოში“ ოფიციალურად დაარეგისტრირა.
 
როგორც „ინტერპრესნიუსს“ საჯარო რეესტრიდან აცნობეს, საჯარო სამართლის იურიდიული პირი „სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო“ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილებით, საჯარო სამართლის იურიდიული პირი „იეზიდთა სასულიერო კრება საქართველოში“ კი 2011 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილებით არის დარეგისტრირებული.

მათივე ცნობით, რასიმ მამედოვის 2011 წლის 5 სექტემბრის განცხადებით, მოთხოვნილ იქნა საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აჰლი–ბეითის“ რეგისტრაცია. მარეგისტრირებელი ორგანომ მიიღო გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ და დაინტერესებულ პირს დადგენილი ხარვეზის აღმოსაფხვრელად განესაზღვრა 30 კალენდარული დღე.

ჯუზეპე პაზოტოს 2011 წლის 20 სექტემბრის განცხადებით, მოთხოვნილ იქნა საჯარო სამართლის იურიდიული პირის „ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციის“ რეგისტრაცია. ამავე დღეს, განცხადებით მოთხოვნილია ასევე საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „საქართველოში ასირიულ-ქალდეური კათოლიკური თემის“ რეგისტრაცია. მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ აღნიშნულ განცხადებებთან დაკავშირებით ამ ეტაპზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

რეგისტრაციისთვის დადგენილი ვადა საქართველოს კანონმდებლობით განისაზღვრება 1 სამუშაო დღით. ვინაიდან განცხადება გუშინ არის შეტანილი, შესაბამისად, რეგისტრაცია დასრულდება ერთ სამუშაო დღეში, ანუ დღეს.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები