კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კახეთის გუბერნატორი წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობს

21 სექტემბერი, 2011

კახეთის გუბერნატორი გიორგი ღვინიაშვილი თელავის საარჩევნო ოლქში „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ვასილ დავითაშვილის წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობს.

გუბერნატორმა 18 სექტემბერს თელავში, რუსთაველის ქუჩის მაცხოვრებლებთან შეხვედრა ვასილ დავითაშვილთან ერთად გამართა. ადგილობრივებმა დეპუტატობის კანდიდატს სხვადასხვა პრობლემების მოგვარება სთხოვეს, რაზედაც ღვინიაშვილმა ამომრჩევლებს უთხრა, რომ დავითაშვილთან ერთად ბევრი საქმე კიდევ გაკეთდება.

კახეთის გუბერნატორის პირველი მოადგილის გიორგი სიბაშვილის განცხადებით, გუბერნატორმა წინასაარჩევნო კამპანიაში კვირას მიიღო მონაწილეობა - არასამუშაო დღე იყო და საარჩევნო კოდექსით დადგენილი მოთხოვნები არ დაურღვევია.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები