კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა სახლმა მშვიდობის საერთაშორისო დღე აღნიშნა

21 სექტემბერი, 2011

მარიამ იმერლიშვილი

21 სექტემბერი მშვიდობის საერთაშორისო დღეა. „მშვიდობის დღე უნდა ეძღვნებოდეს მშვიდობის იდეალის გაძლიერებასა და უკვდავყოფას როგორც ერებს, ასევე ხალხებს შორის... ეს დღე იქნება შეხსენება ყველა ხალხისთვის, რომ გაერო არის ცოცხალი ინსტრუმენტი მშვიდობის სამსახურად და ის უნდა ემსახურებოდეს თითოეულ ჩვენთაგანს და გვახსენებდეს ჩვენს ვალდებულებას, რომ ყველა ინტერესსა და განსხვავებულობის მაღლა დგას მშვიდობა“, - ნათქვამია გაეროს რეზოლუციაში, რომელიც 1981წელს მიიღეს. 

1982  წელს ეს დღე პირველად აღინიშნა. 2002 წელს კი 21 სექტემბერი მშვიდობის საერთაშორისო დღედ ოფიციალურად გამოცხადდა. ამ დღეს მილიონობით ადამიანი აღნიშნავს მსოფლიოს მრავალ კუთხეში. მართავენ სიმბოლურ ღონისძიებებს. შეიძლება ეს იყოს უბრალო მეგობრული შეკრება, კონცერტები და ფორუმები, რომლებშიც ასობით ათასი ადამიანი მონაწილეობს.

თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის ორგანიზებით მშვიდობის დღე აღინიშნა თბილისშიც. 21 სექტემბერს რუსთაველის ძეგლთან გაიმართა სამშვიდობო აქცია. აქციის მონაწილეებმა ჰაერში გაუშვეს 21 ბუშტი ქართულ, აფხაზურ და ოსურ ენებზე დაწერილი მშვიდობის მესიჯებით. აქციაში მონაწილეობდნენ სტუდენტები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები.

„ადამიანის უფლებათა სახლი და მისი წევრი ორგანიზაციები ასე აღვნიშნავთ 21 სექტემბერს   -  სიმბოლური ბუშტებით და მესიჯებით. ჩვენ გვინდა ქართველ, ოს და აფხაზ ხალხს შორის სამშვიდობო პროცესები დაიწყოს და გაღრმავდეს“, - აღნიშნა ადამიანის უფლებათა სახლის კოორდინატორმა ნინო ღვედაშვილმა.

„ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ აფხაზები და ოსები ჩვენს მესიჯებს სწორად და გულთბილად მიიღებენ, რადგან მწამს, რომ ჩვენი გულები ჯერ კიდევ არ გაციებულა ერთმანეთის სიყვარულით. ჩვენ საუკუნეების განმავლობაში ვიყავით მეგობრები და აუცილებელია, ეს ურთიერთობა აღდგეს და შენარჩუნდეს. არაფერი გვაქვს საომარი“, - განაცხადა ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენელმა ნინო ტლაშაძემ.

სიმბოლური აქციის გარდა,მშვიდობის კვირეულის ფარგლებში, რომელიც 23 სექტემბრამდე გაგრძელდება, დაგეგმილია აგრეთვე მრგვალი მაგიდები, მშვიდობის თემებზე შექმნილი დოკუმენტური ფილმების განხილვები და ა.შ.

ახალი ამბები