კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პროფკავშირები ხვალიდან პერმანენტულ აქციებს იწყებენ

21 სექტემბერი, 2011

საქართველოს პროფკავშირები მეტალურგების საქმესთან დაკავშირებით, ხვალიდან, პერმანენტულ აქციებს იწყებენ.

როგორც პროფკავშირების წარმომადგენელმა თამაზ დოლაბერიძემ განაცხადა, პირველი აქცია ხვალ, შპს „ევრაზიანსთილსის“ თბილისის ოფისთან გაიმართება, რომელსაც ეკუთვნის ქუთაისში მდებარე ქარხანა „ჰერკულესი“.

თითქმის ყოველდღე, პერმანენტული აქციები გაიმართება სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებთან. ასევე, პროფკავშირები მიმართავენ დეპუტატებს, პარლამენტში საკომიტეტო მოსმენები გამართონ და განიხილონ ქუთაისის ქარხანა "ჰერკულესის" გარშემო განვითარებული მოვლენები.

დოლაბერიძის ცნობით, აქციების ციკლი 1 ოქტომბერს დასრულდება. ამ დღეს 1 ღირსეული შრომის დღესთან დაკავშირებით, ფართომასშტაბიანი აქცია გაიმართება.

ასევე, პროფკავშირები ქარხანა „ჰერკულესიდან“ გათავისუფლებული 29 მუშის დასახმარებლად სოლიდარობის ფონდს ქმნიან. სხვადასხვა ქვეყნებიდან, „ჰერკულესის“ უმუშევრად დარჩენილი მუშებისთვის ფონდში თანხებს ჩარიცხავენ.

დოლაბერიძის ცნობით, პარასკევს 1000-1000 ლარი სამი დაკავებული მეტალურგის ოჯახს გადაეცემა, რომლებსაც ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ 10-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა.

შპს „ევრაზიანსთილსის“ ქარხანა „ჰერკულესის“ 100-მდე მუშა-მოსამსახურე შრომითი პირობების გაუმჯობესებისა და სამსახურიდან გათავისუფლებული 17 თანამშრომლის აღდგენის მოთხოვნით, 13 სექტემბერს გაიფიცა. ოთხმა მეტალურგმა შიმშილობა გამოაცხადა.

აქცია პოლიციამ  15 სექტემბერს დაშალა და 40-მდე გაფიცული დააკავა. ისინი მოგვიანებით გაათავისუფლეს. პროფკავშირების ინფორმაციით, პოლიციაში დაკავებულებს დააწერინეს ხელწერილი, რომ საპროტესტო აქციებში მონაწილეობას არ მიიღებდნენ და სამუშაო ადგილებს დაუბრუნდებოდნენ.

რამდენიმე დღის შემდეგ კი პოლიციამ „ჰერკულესის“ სამი თანამშრომელი დააკავა. მათ ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 10-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები