კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ისრაელის საელჩო ებრაელი მიზნესმენების მიმართ უხეშ და არასათანადო მოპყრობას აპროტესტებს

22 სექტემბერი, 2011

ისრაელის საელჩო საქართველოში აღშფოთებას გამოთქვამს ციხეში მყოფი ისრაელის მოქალაქეების, რონი ფუქსისა და ზეევ ფრენკელის მიმართ უხეშ და არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ისრაელის საელჩოდან აცნობეს, დიპლომატიურმა უწყებამ საპროტესტო წერილები გაუგზავნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროს და საქართველოს სახალხო დამცველს.

რონი ფუქსმა საკუთარ ადვოკატ არჩილ კბილაშვილს წერილი გაუგზავნა, რომელშიც არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს. როგორც კბილაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ფუქსი წერს, რომ 17 სექტემბერს, ღამის 02:00 საათზე, მის საკანში შავებში ჩაცმული და ნიღბიანი ადამიანები შევიდნენ, სახით კედელთან დააყენეს და ხელები მაღლა ააწევინეს.

კბილაშვილის თქმით, ამის შესახებ საქართველოში ისრაელის ელჩს აცნობა, რის შემდეგაც, ელჩი საპატიმროში ფუქსისა და ფრენკელის მოსანახულებლად მივიდა. ადვოკატის ინფორმაციით, რონი ფუქსის წერილი ელჩმა თელ-ავივშიც გააგზავნა.

ებრაელი ბიზნესმენები გასულ წელს, ფინანსთა მინისტრის მოადგილისთვის ქრთამის შეთავაზების ბრალდებით დააკავეს. სასამართლომ რონი ფუქსს 6,5 წლით, ზეევ ფრენკელს კი 7,5 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები