კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„თბილისელები არ არიან მეწველი ძროხები და ეს კარგად უნდა ესმოდეს უგულავას“

22 სექტემბერი, 2011

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ აბაშიძე საკრებულოს სარევიზიო კომისიას დასუფთავების გაზრდილი გადასახადიდან შემოსული თანხების განკარგვაზე შემოწმების დაწყებისკენ მოუწოდებს. აბაშიძემ დასუფთავების გადასახადის ახალი წესი თბილისის საკრებულოს შენობასთან გააპროტესტა.

ალასანიას გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, დასუფთავების სამსახურის თანამშრომელთა მიმართ სოლიდარობის მიზნით, თავისუფლების მოედანზე მეეზოვის ფორმაში ჩაცმული მივიდა.

„ამ შენობაში საკრებულომ მიიღო უკანონო და უსამართლო გადაწყვეტილება ნაგვის გადასახადის ელექტროენერგიაზე მიბმასთან დაკავშირებით, რის გამოც დასუფთავების უკვე გაძვირებული გადასახადი, 10-ჯერ მოიმატებს ზამთრის პერიოდში. ჩვენ გვაინტერესებს, სად მიდის ეს ფული და მივმართავთ სარევიზიო კომისიას, დაიწყოს დროულად მუშაობა და შეამოწმოს თანხები“, - აღნიშნა აბაშიძემ.

მისივე თქმით, უნდა გაეცეს პასუხი კითხვებს - მოხმარდება თუ არა გაზრდილი გადასახადიდან შემოსული თანხები დასუფთავების სამსახურის თანამშრომლების ხელფასების გაზრდას და ზოგადად დედაქალაქს.

„ეს არის ჩვენი თანამოქალაქეების პირდაპირი ძარცვა. თბილისელები არ არიან მეწველი ძროხები და ეს კარგად უნდა ესმოდეს უგულავას“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

მან კითხვით მიმართა მერს, აწუხებს თუ არა მის ოჯახს დასუფთავების გაზრდილი გადასახადი.

ამასთან, დაპირების მიუხედავად, თბილისის საკრებულოში უმრავლესობის რომელიმე წარმომადგენელს კომენტარი არ გაუკეთებია.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები