კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„წითელ წიგნში“ შეტანილი მცენარეების მოჭრის პირობები მარტივდება

22 სექტემბერი, 2011

საწარმოებისა და ინფრასტრუქტურის ექსპლუატაციის უსაფრთხოების მიზნით, „წითელ წიგნში“ არსებული ხე-მცენარეების მოჭრა, დასაშვები ხდება.

ამასთან დაკავშირებით ცვლილება „წითელი ნუსხისა და წითელი წიგნის“ შესახებ კანონში შედის.

კანონმდებლობის მოქმედი ნორმებით, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური მცენარეების და ან მათი ნაწილების მოპოვება დასაშვებია შემდეგ განსაკუთრებულ შემთხვევებში: აღსადგენად და ბუნებრივ პირობებში გასამრავლებლად (გასაშენებლად); დენდროლოგიურ და ბოტანიკურ ბაღებსა და პარკებში გასაშენებლად; სამეურნეო მიზნით, ხელოვნურ პირობებში გასაშენებლად;

სამეცნიერო მიზნებისათვის; თუ გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური მცენარეების ან მათი ნაწილების დაზიანება გამოწვეულია ენტომომავნებლებით და ფიტოდაავადებებით და მათი ბუნებრივ გარემოში არსებობა ქმნის ენტომომავნებლების/ფიტოდაავადებების გავრცელების საშიშროებას, ამასთანავე, მათი ბუნებრივი გარემოდან ამოღება ენტომომავნებლებთან/ფიტოდაავადებებთან ბრძოლის ერთადერთი საშუალებაა; განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ობიექტისა და ინფრასტრუქტურის მშენებლობისას, თუმცა ამ შემთხვევაში გადაწყვეტილება, გარემოს დაცვის სამინისტრომ უნდა მიიღოს.

აღნიშნულ კანონთან დაკავშირებით მომზადებულ ცვლილებების პროექტით კი, აღარ იქნება აუცილებელი ასეთი ხეების მოჭრა კონკრეტულად იმ შემთხვევაში, თუ ისინი ენტომომავნებლებით და ფიტოდაავადებებით არიან დაზიანებულები. არამედ, ასეთი ხეების მოჭრა დასაშვები იქნება ზოგადად, „ტყის სანიტარიული მდგომარეობის გაუმჯებესების მიზნით, სანიტარიული ჭრების განხორციელებისას“.

ამასთან, „წითელ წიგნში“ შეტანილი ხეების მოჭრის პირობა აღარ იქნება განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ობიექტების და ინფრასტრუქტურის მშენებლობა, არამედ მათ ზოგადად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტების განხორციელების დროსაც მოჭრიან.

გადაშენების წინაშე მყოფი ველური მცენარეების მოჭრის საფუძვლების ცვლილებების გარდა, ამ საფუძვლებს ახალი პირობებიც ემატება.
კერძოდ, ასეთ ხეებს მოჭრიან იმ შემთხვევაშიც, თუ სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის ტერიტორიაზე, ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონაში, აღკვეთილის გარკვეულ უბნებში და დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე არსებობს საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი ბუნებრივად მოთხრილ-მოტეხილი მერქნიანი მცენარეები. ასევე, მათი მოჭრა დასაშვები იქნება „არსებული საწარმოებისა და ინფრასტრუქტურის ექსპლუატაციისას უსაფრთხოების“ მიზნითაც.

კანონპროექტის ავტორები და ინიციატორები არიან დეპუტატები პავლე კუბლაშვილი, კახაბერ ანჯაფარიძე და ზვიად კუკავა.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები