კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რამიშვილი პოლიციის უფროსებმა მოიგერიეს

27 სექტემბერი, 2011

ჟურნალისტ შალვა რამიშვილს, ყვარელში, საქართველოს პრეზიდენტის ვენახი და სახლი რომ არ გადაეღო, თავისუფლად გადაადგილების უფლებას შს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსი კახა გიგოლაშვილი, მისი მოადგილე გოჩა როსტომაშვილი, თელავის პოლიციის უფროსი შოთა ბეჟანიშვილი და კახეთის დაცვის პოლიციის უფროსი ილია ზავრაშვილი არ აძლევდნენ.

ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში 26 სექტემბერს საღამოს გასული ვიდეომასალიდან ჩანს, რომ პოლიციის უფროსებმა ვერ დაასახელეს მიზეზი, რატომ არ ჰქონდა ჟურნალისტს ყვარლის ცენტრალურ მაგისტრალზე მოძრაობის გაგრძელების უფლება. რამიშვილმა გზის გაგრძელება რამდენჯერმე სცადა, თუმცა პოლიციის ხელმძღვანელებმა მას ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწიეს.

მანამდე, როგორც რამიშვილი და მისი თამხლები პირები აცხადებენ, მათ ყვარლის პოლიციის უფროსის თემურ გურაშვილის მეთაურობით წაართვეს ვიდეოკამერები, გაიტაცეს ისინი და დაახლოებით 3 კილომეტრში გზაზე დატოვეს. ერთი საათის შემდეგ კი წართმეული ტექნიკა გადაღებული ვიდეომასალის გარეშე დაუბრუნეს.

მომხდართან დაკავშირებით ჟურნალისტმა ყვარლის პოლიციას განცხადებით მიმართა, თუმცა ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრული ამ დრომდე არ არის.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი პოლიციის უფროსებთან გასაუბრებას შეეცადა, თუმცა არცერთმა მათგანმა სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.

ვიდეო

 

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები