კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჰიბრიდული სიმინდის ფუჩეჩი სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილისთვის

28 სექტემბერი, 2011

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს „თავისუფალმა დემოკრატებმა“ გლეხებისთვის კომპენსაციის გაცემა მოსთხოვეს.

სოფლის მეურნეობის სამინისტრო საქართველოს ზოგიერთ რეგიონში ჰიბრიდულ სიმინდთან დაკავშირებით არსებულ პრობლემებს იცნობს. ამის შესახებ ჟურნალისტებს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, კონსტანტინე კობახიძემ დღეს განუცხადა.

მისი თქმით სამინისტროს წყალტუბოსა და ხობში სიმინდის მოსავალზე ზუსტი ინფორმაცია აქვს. „ამ რეგიონში ჰიბრიდული სიმინდის თესლზე გარკვეული პრობლემები ზოგ შემთხვევაში კლიმატური პირობების, ზოგ შემთხვევაში კი არასწორი სამუშაოების გამო იყო“, -  განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ.

მანვე აღნიშნა, რომ სამინისტრო აკეთებს ყველაფერს, რათა მომავალი წლისთვის მსგავსი ტიპის პრობლემები აღმოიფხვრას.

„თბილისი მარიოტში“ სადაც მინისტრის მოადგილე საუბრობდა, „თავისუფალი დემოკრატების“ წევრები გიორგი ცაგარეიშვილი და დავით ონოფრიშვილი მივიდნენ. მათ მინისტრის მოადგილეს მცირე ზომის განუვითარებელი ტარო და სიმინდის მარცვლები გადასცეს.

როგორც გიორგი ცაგარეიშვილმა განაცხადა, ჰიბრიდული სიმინდის მოსავალთან დაკავშირებით რამდენიმე რეგიონში სერიოზული პრობლემებია. ცაგარეიშვილმა მინისტრის მადგილეს დაზარალებული გლეხებისთვის კომპენსაციის გაცემისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ჰიბრიდული სიმინდის პროგრამის მეშვეობით მთავრობამ გლეხები აზარალა და მოატყუა.

თავის მხრივ მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენლებს საზოგადოება შეცდომაში შეჰყავთ, რადგან მათ „თბილისი მარიოტში“ არა ამერიკული, არამედ ქართული სიმინდი მიიტანეს.

ვიდეო

 

პალიტრა ტვ

ახალი ამბები