კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კახეთში ქურდობის ოფიციალურ სტატისტიკას პოლიცია მედიას არ აწვდის

28 სექტემბერი, 2011

კახეთში საცხოვრებელი სახლების ეზოებიდან საქონლის და ვენახებიდან ყურძნის ქურდობის ფაქტები გახშირდა. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში, გურჯაანის და ლაგოდეხის რაიონებში საქონლის და მოსავლის ქურდობის 50-მდე შემთხვევა დაფიქსირდა.

გურჯაანის რაიონის სოფელ ჭანდარში მცხოვრებ 78 წლის ზურაბ სადუნაშვილს წელს უკვე მეოთხე ცხენი მოპარეს.

„სამი დღის წინ, დილით სახლიდან რომ გამოვედი, ცხენი აღარ დამხვდა. ერთი საათის შემდეგ მეზობლის ბოსტანში ვიპოვე. ღამით თოკით მყავდა დაბმული და ვიფიქრე, აეშვა მეთქი. მეორე ღამეს ცხენიც მომპარეს და მეწველი ძროხაც. წელს უკვე მეოთხე ცხენი მომპარეს. პოლიციას ყველა ქურდობის შემდეგ მივმართე, მაგრამ არცერთი საქმე არ გაუხსნიათ“, - განუცხადა ზურაბ სადუნაშვილმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს.

ამავე სოფელში მცხოვრებ კიდევ ორ ოჯახს რამდენიმე დღის წინ ცხენები მოპარეს, ოთხ ოჯახს კი ღამით, ვენახში ყურძენი მთლიანად დაუკრიფეს.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი დაინტერესდა, როგორია მიმდინარე წელს რეგიონში ქურდობის ოფიციალური სტატისტიკა. თუმცა შს კახეთის სამხარეო მთავარ სამმართველოში განაცხადეს, რომ ინფორმაციის თავისუფლების მოთხოვნები პოლიციის ორგანოებზე არ ვრცელდება.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები