კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საპატიმროში სამხედრო ოფიცერი სერგო თეთრაძე გარდაიცვალა

28 სექტემბერი, 2011

სასჯელაღსრულების საპატიმრო დაწესებულებაში კიდევ ერთი პატიმარი, თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი, სამხედრო ოფიცერი სერგო თეთრაძე გარდაიცვალა.

თეთრაძის გარდაცვალების ფაქტი „პირველს“ მისმა მეუღლემ მარინა თეთრაძემ დაუდასტურა.

მისი თქმით, ოჯახს ექსპერტიზის დასკვნა ჯერჯერობით არ მიუღია, წინასწარი ინფორმაციით კი, თეთრაძე გულის შეტევით გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა თეთრაძე მიმდინარე წლის 17 სექტემბერს დააკავეს.

როგორც მისმა მეუღლემ აღნიშნა, დაკავების მიზეზები მისთვის ცნობილი არ არის.

სერგო თეთრაძე თავდაცვის სამინისტროში 2007 წლამდე მუშაობდა, 2007 წელს კი ის დაკავებული თანმამდებობიდან გაათავისუფლეს.

საინფორმაციო სააგენტო „პირველი“

ახალი ამბები