კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

არაფუნქციონირებადი შენობების მეპატრონეებს ქონების ჩამორთმევა ემუქრებათ

29 სექტემბერი, 2011

არაფუნქციონირებადი და მიტოვებული შენობების მესაკუთრეებს მათი რეაბილიტაცია მოუწევთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ ქონების ჩამორთმევა ემუქრებათ. ამასთან დაკავშირებით ცვლილება „ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ კანონში შედის, რომელსაც პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.

კანონპროექტით, ასეთ შემთხვევებთან დაკავშირებით, ახალი რეგულაციები შემოდის. დგინდება, რომ თბილისში, საკრებულოს მიერ განსაზღვრულ ზონებში არსებული არაფუნქციონირებადი – მიტოვებული შენობა-ნაგებობების მესაკუთრეები, ვალდებული იქნებიან, მშენებლობის ნებართვა 6 თვის ვადაში მიიღონ. ამ ვადის ათვლა დაიწყება მას შემდეგ, რაც პირი ასეთ ქონებას დაირეგისტრირებს ანდა, როცა შენობა ფუნქციონირებას შეწყვეტს.

კანონპროექტში დაზუსტებულია, რომ ნორმა ვრცელდება ისეთ შემთხვევებზე, როცა შენობები არც საცხოვრებლად, არც კომერციულ ფართად და არც სხვა საზოგადოებრივი ფუნქციით არ გამოიყენება.

მშენებლობის ნებართვის აღების ვალდებულება ასევე გავრცელდება იმ შემთხვევაზეც, თუ პირი ისეთ მიწის ნაკვეთს შეიძენს, რომელზეც ადრე მდგომი შენობა-ნაგებობა დანგრეულია და ან თვითონ დაანგრევს.

მშენებლობის დაწყებისას 6-თვიანი ვადა არ შეწყდება იმ შემთხვევაშიც, თუ პირი ამ ვადაში ქონებას გაასხვისებს.
 
კანონპროექტის მიხედვითვე, თუ პირი, 6 თვეში მშენებლობის ნებართვას არ აიღებს, სახელმწიფო ზედამხდევლობის ორგანო მას „დარღვევის“ გამოსასწორებლად გონივრულ ვადას მისცემს.

იმ შემთხვევაში კი, თუ პირი ამ გონივრულ ვადაშიც ვერ ჩაეტევა, მას ჯარიმა დაეკისრება ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ეს ჯარიმა კი პირის საკუთრებაში არსებული ქონების საერთო ფართობის თითოეულ კვადრატულ მეტრზე 0,1 ლარიდან 1 ლარის ფარგლებში იქნება. ჯარიმის ოდენობა ზონების მიხედვით განისაზღვრება.

ამ ჯარიმის დარიცხვა მაშინვე შეწყდება, რაც პირი მშენებლობის ნებართვას აიღებს, მაგრამ არაუგვიანეს მითითების გაცემიდან 6 თვეში.

თუ პირი ამ 6 თვეში არც მშენებლობის ნებართვას აიღებს და არც ჯარიმას გადაიხდის, მისი ქონება იძულებით რეალიზაციას დაექვემდებარება.

კანონპროექტში ხაზგასმულია, რომ ასეთ შემთხვევაში, იძულებითი რეალიზაციის დადგენილება დაუყოვნებლივ აღსრულებას და შესაბამის კანონმდებლობას ექვემდებარება.

კანონპროექტის ავტორები და ინიციატორები, ლეგენდარული დეპუტატები ანდრო ალავიძე, ვახტანგ ბალავაძე და კახაბერ ანჯაფარიძე არიან.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები