კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მამა თეოდორეს (გიგნაძეს) თსუ-ში ლექციის ჩატარების საშუალება არ მისცეს

29 სექტემბერი, 2011

ჯვართამაღლებისა და წმინდა ნინოს ტაძრების მოძღვარს, მამა თეოდორეს (გიგნაძე) ივანე ჯავახიშვილის სახელობის თსუ-ს მე-8 კორპუსის დარბაზში ქრისტიანული მოძღვრების საფუძვლების საკითხებზე ლექციის ჩატარების საშუალება არ მისცეს.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას თსუ-ს დაცვის წარმოამდგენელმა განუცხადა, 3 ოქტომბერს, სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით დარბაზის მოწესრიგება მიმდინარეობს, სადაც სცენისა და დარბაზის ნათურები იცვლება.

მამა თეოდორეს მრევლის განცხადებით, ლექციის ჩატარება ელექტრიკოსებს ნათურების გამოცვლაში ხელს არ შეუშლიდა და არც ელექტრიკოსები შეუშლიდნენ ხელს ლექციის მიმდინარეობას.

ქრისტიანული მოძღვრების საფუძვლებზე ლექციების ჩატარების იდეა ჟურნალ „კარიბჭეს“ ეკუთვნის.

„ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას „კარიბჭეს“ რედაქტორმა თამარ მამაცაშვილმა აღნიშნა, რომ მათ წლების განმავლობაში არასდროს შექმნიათ პრობლემა უნივერსიტეტის დარბაზში ლექციები ჩაეტარებინათ, თუმცა გუშინ დაუკავშირდნენ მას და განუცხადეს, რომ ლექციების ჩატარება უნივერსისტეტის შენობაში აღარ მოხდებოდა.

„ლექციების ჩატარება უნივერსისტეტის საპატრიარქოსთან ურთიერთობის სამსახურთან შეთანხმებული იყო, თუმცა გუშინ დამირეკეს და მითხრეს, რომ რექტორატის გადაწყვეტილებით ლექციები უნივერსიტეტის შენობაში აღარ ჩატარდებოდა“, - განაცხადა თამარ მამაცაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, თსუ-ს შენობაში ლექციების აკრძალვა მამა თეოდორეს წინააღმდეგ ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ნეგატიურ ინფორმაციებს უკავშირდება.

თამარ მამაცაშვილის თქმით, მამა თეოდორეს რასიზმში ადანაშაულებენ, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

ცილისწამებას მამა თეოდორეც უარყოფს და მის გარშემო აგორებულ „შავი პიარის“ შესახებ საპატრიარქოსაც აცნობებს.

მამა თეოდორე და ლექციაზე მისული მოქალაქეები თსუ-ს მე-8 კორპუსში შესვლის უშედეგო მცდელობის შემდეგ ჟურნალისტთა კავშირში წავიდნენ, სადაც მათ  ლექციის ჩასატარებლად დარბაზი დაუთმეს.

ვიდეო

 

პალიტრა.ტვ

ახალი ამბები