კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სტუდენტები დავით აღმაშენებლის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტში სწავლის შეჩერებას აპროტესტებენ

29 სექტემბერი, 2011

თბილისის დავით აღმაშენებლის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები უნივერსიტეტში სწავლის შეჩერებას აპროტესტებენ.

მათი ინფორმაციით, უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის ჩამორთმევის შემდეგ 5 000-მდე სტუდენტი სასწავლებლის გარეშე დარჩა; ავტორიზაციის შეჩერების შესახებ კი, გუშინ, გვიან ღამით განათლების სამინისტროდან აცნობეს.

სტუდენტების განცხადებით, მათ უთხრეს, რომ სწავლის გაგრძელებას ვერ შეძლებდნენ, რადგანაც უნივერსიტეტმა ავტორიზაცია ვერ გაიარა და, შესაბამისად, სასწავლო პროცესი შეჩერდა.

სასწავლებლის შენობასთან, სტუდენტების გარდა, დღეს შეკრებილი იყვნენ სტუდენტების მშობლებიც, რომლებიც ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებენ, რომ მათ შვილებს სხვადასხვა უნივერსიტეტებში გადასვლას სთავაზობენ, საუბარია გორის უნივერსიტეტზე, აგრეთვე, საუბარია ერთ-ერთ უნივერსიტეტზე, რომელიც ფონიჭალაში მდებარეობს.

როგორც მშობლები აცხადებენ, მათ შვილებს უთხრეს, რომ უნდა ისარგებლონ მობილობით, ანუ განაცხადები შეიტანონ სხვა სასწავლებლებში, თუმცა ამისთვის მხოლოდ ერთი დღის ვადა აქვთ.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა რამდენიმე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის ავტორიზაციის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო.

განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის ინფორმაციით, ავტორიზაცია გაუუქმდა შპს „თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტს“, შპს „კავკასიის აკადემიურ ცენტრს“, შპს „საქართველოს საავტომობილო-საგზაო კოლეჯს“.

ასევე, გაუუქმდათ ავტორიზაცია შპს სასწავლო უნივერსიტეტ „ინტერფარმი +“-ს; შპს „ევროპულ საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტს“; შპს დავით გურამიშვილის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტ „იბერიას"; შპს „ზუგდიდის სასწავლო უნივერსიტეტს“.

ვიდეო 

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები