კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

განათლების სამინისტროს განმარტება ზოგიერთი სასწავლებლისთვის ავტორიზაციის გაუქმებასთან დაკავშირებით

30 სექტემბერი, 2011

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ რამდენიმე სასწავლებლისთვის ავტორიზაციის გაუქმების ფაქტზე სპეციალური განცხადება გაავრცელა. სამინისტროში აცხადებენ, რომ არცერთი სტუდენტის უფლება არ იქნება დარღვეული.

„იმ აბიტურიენტებისა და სტუდენტების საყურადღებოდ, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩაირიცხნენ ან სწავლობდნენ იმ უმაღლეს სასწავლებლებში, რომლებმაც ვერ გაიარეს ავტორიზაცია, გაცნობებთ, რომ არცერთი სტუდენტის უფლება არ იქნება დარღვეული. მეტიც, ყველა სტუდენტი გადანაწილდება ავტორიზებულ უმაღლეს სასწავლებლებში და შესაძლებლობა ექნება იგივე საფასურით მიიღონ უფრო მაღალი ხარისხის განათლება. სტუდენტების მობილობა გაგრძელდება მანამდე, სანამ თითოეული სტუდენტი არ ჩაირიცხება მისთვის სასურველ უმაღლეს სასწავლებელში.

ავტორიზაცია არის გარე შეფასების მექანიზმი, რომელიც ადგენს დაწესებულების თვითშეფასების შედეგების შესაბამისობას სახელმწიფოს მიერ დადგენილ სტანდარტებთან. ავტორიზაცია სავალდებულოა ყველა სახის საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის შესაბამისი საქმიანობის განხორციელებისა და სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემისათვის. ავტორიზაციის სტანდარტებია: საგანმანათლებლო პროგრამები; ადამიანური რესურსი; მატერიალური რესურსი.

საგანმანათლებლო პროგრამები უნდა შეესაბამებოდეს დაწესებულების მიერ განსაზღვრულ მისიას და კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. შეესაბამება თუ არა ესა თუ ის სასწავლო დაწესებულება განათლების სამინისტროს მიერ დადგენილ ნორმებს ამას გარეშე ექსპერტები ადგენენ“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ განათლების ხარისხის განვითარების ცენტრმა თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტს, კავკასიის აკადემიურ ცენტრს, საქართველოს საავტომობილო - საგზაო კოლეჯს, სასწავლო უნივერსიტეტ „ინტერფარმი +“-ს, ევროპულ საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტს, დავით გურამიშვილის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტ „იბერია“-ს და ზუგდიდის სასწავლო უნივერსიტეტს ავტორიზაცია გაუუქმა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები