კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დავით ბაქრაძეს ვარშავაში უხერხულ კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწია

30 სექტემბერი, 2011

„მე ვარ პოლიტიკოსი და მინდა, მოვიგოთ არჩევნები; მოხარული ვიქნები თუ გავაგრძელებ ჩემს საქმიანობას“, - ასე უპასუხა დავით ბაქრაძემ ვარშავაში კითხვას , აპირებს თუ არა პრეზიდენტობას.
 
ვარშავის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის ფარგლებში გაიმართა კონფერენცია „დემოკრატია, კეთილდღეობა და უფრო ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება“.
 
კონფერენციის ბოლო სესიას უძღვებოდნენ ევროკომისარი შტეფან ფულე, ევროპარლამენტის თავმჯდომარე ერჟი ბუზეკი და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე.

როგორც ვარშავიდან „ინტერპრესნიუსის“ სპეციალური კორესპონდენტი იუწყება, გაზეთ „რეზონანსის“ ჟურნალისტმა, ელისო ჩაფიძემ სწორედ სესიის დროს ჰკითხა ბაქრაძეს, აპირებს თუ არა გახდეს საქართველოს მომდევნო პრეზიდენტი და აპირებს თუ არა პრეზიდენტი სააკაშვილი პრემიერობას.

როგორც დავით ბაქრაძემ აღნიშნა, მისი პასუხი არ არის არც კი და არც - არა.
„არაბუნებრივი იქნებოდა, მეთქვა, რომ არ ვფიქრობ ჩემ მომავალ კარიერაზე. თუმცა, ამ კითხვაზე პასუხი ძალიან თეორიულია. ეს დამოკიდებული იქნება მოსახლეობის განწყობაზე. მე ვიქნები მოხარული, თუ ჩვენი პოლიტიკური ძალა გაიმარჯვებს 2012 წელს და გავაგრძელებ ჩემს საქმიანობას. ახალი საკონსტიტუციო ცვლილებებით, ვისაც სურს გახდეს პრემიერი, უნდა მოიგოს არჩევნები, ვისაც სურს გახდეს პრეზიდენტი - იმანაც უნდა მოიგოს არჩევნები“, - აღნიშნა დავით ბაქრაძემ.

კონფერენციის დროს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს კიდევ ერთი კითხვა დაუსვეს. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტმა, თამარ ხიდაშელმა, ევროპარლამენტის თავმჯდომარის თანდასწრებით, ბაქრაძეს 26 მაისისა და პროფკავშირების აქციის დაშლა შეახსენა და ჰკითხა, აპირებს, თუ არა საქართველოს მთავრობა, ევროკავშირის ახალი მითითებების შედეგად გაატაროს ნამდვილი რეფორმები.

„ჩვენ გვაქვს პრობლემები, ჩვენ ვართ გარადმავალ პერიოდში მყოფი ახალგაზრდა დემოკრატიის ქვეყანა. ბევრი რამ გვაქვს შესაცვლელი. გვქონდა ბევრი მიღწევა, იყო ჩავარდნებიც. რაც უფრო მეტს აკეთებ, მეტი გეშლება. ჩვენ გვაქვს ევროკავშირთან ღია დისკუსია პოლიტიკური დიალოგისა და თავისუფლების, ასევე -  მართლმსაჯულების რეფორმირების თაობაზე“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები