კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ანაკლიის ხიდის ნარჩენებს ზღვაში ეძებენ

3 ოქტომბერი, 2011

პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ საზეიმოდ გახსნილი ანაკლია-განმუხურის 500-მეტრიანი ხიდი ქარბორბალამ წაიღო.

როგორც „მედიანიუსს“ ადგილობრივმა მოსახლეობამ აცნობა, ხიდის დეტალებს ზღვაში სპეციალური ტექნიკით ეძებენ და  ამწეებით ამოაქვთ.

მათი თქმით, ქარმა მხოლოდ ხიდის  ნაწილი წაიღო, რადგან ანაკლიის საკურორტო ქალაქად გამოცხადების მეორე დღესვე ის დაშალეს და ერთი  ნაწილი სვანეთში წაიღეს.

მოსახლეობის თქმით, მოგვიანებით გაარკვიეს, რომ ეს ხიდი დროებითი იყო, რადგან ანაკლიის საკურორტო ქალაქად გამოცხადების ღონისძიებაზე გასახსნელად პრეზიდენტის დავალებით ნაჩქარევად ააშენეს.

„ხიდი  ერთჯერადი მოხმარებისთვის, მხოლოდ ვიზუალური ეფექტისთვის ნაჩქარევად ააგეს  და არანაირი დამცავი გამაგრებითი სამუშაოები არ ჩატარებულა. მისი გახსნის მეორე დღესვე,  ის დაშალეს და მისი ნაწილები სვანეთში წაიღეს ახალი პროექტის გასაკეთებლად. აქ კი,  ხიდის მშენებლობა თავიდან  დაიწყო. ის ნარჩენები, რაც ხიდის დაშლის შემდეგ დარჩა, ძლიერმა ქარბორბალამ წაიღო. ახლა ზღვაში სპეციალური ტექნიკით ეძებენ და ამწეებით ამოაქვთ“, - აცნობეს „მედიანიუსს“ ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა.

მედიანიუსი

ორიგინალი

 

ახალი ამბები