კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პროკურატურას საბანკო ანგარიშების მონიტორინგის უფლება ეძლევა

4 ოქტომბერი, 2011

პროკურატურას საბანკო ანგარიშების მონიტორინგის უფლება ეძლევა. საბანკო ანგარიშების მონიტორინგთან დაკავშირებით „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსს“ ახალი მუხლი ემატება.

კანონპროექტის მიხედვით, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ პირი დანაშაულებრივ ქმედებას ახორციელებს საბანკო ანგარიშის გამოყენებით, პროკურორი უფლებამოსილია, საქართველოს მთავარი პროკურორის ან მისი მოადგილის თანხმობით, გამოძიების ადგილის მიხედვით, სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით საბანკო ანგარიშების მონიტორინგის შესახებ განჩინების გაცემის თაობაზე. ამ შემთხვევაში, ბანკი ვალდებული იქნება ითანამშრომლოს გამოძიებასთან და მიაწოდოს მას მიმდინარე რეჟიმში ინფორმაცია ერთ ან რამდენიმე საბანკო ანგარიშზე განხორციელებული ოპერაციების შესახებ.

პროკურორს იგივე ღონისძიებების განხორციელების უფლება ექნება ჩამორთმევას დაქვემდებარებული ქონების მოძიების/იდენტიფიცირების მიზნითაც.

აღნიშნული ინფორმაციები პროკურატურას ოპერაციის შესრულებისთანავე უნდა ეცნობოს. ასევე, ანგარიშიდან თანხის გადარიცხვის ან/და გატანის შემთხვევაში, ინფორმაცია პროკურატურას, ასევე ოპერაციის შესრულებამდე უნდა მიეწოდოს.
ამასთან, კანონპროექტით დგინდება, რომ საბანკო ანგარიშების მონიტორინგის ვადა არ უნდა აღემატებოდეს სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების მოპოვებისთვის აუცილებელ ვადას.

კანონპროექტის ავტორები და ინიციატორები ლეგენდარული დეპუტატები - კახაბერ ანჯაფარიძე და ზვიად კუკავა არიან.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები