კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„წინააღმდეგობის მოძრაობამ“ სარკოზის საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევებზე ინფორმაცია მიაწოდა

5 ოქტომბერი, 2011

საფრანგეთის პრეზიდენტს, ნიკოლა სარკოზის საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე ინფორმაცია "წინააღმდეგობის მოძრაობამ" მიაწოდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „წინააღმდეგობის მოძრაობის“ წარმომადგენელმა, ირმა ინაშვილმა განუცხადა, გიორგი ფოფხაძემ, რომელიც ევროსტრუქტურებში მათი ორგანიზაციის ომბუდსმენია, სარკოზის სამდივნოში მასალები დამატებით რამდენიმე დღის წინ დატოვა.

მისივე განმარტებით, მასალები შეეხება საქართველოში 26 მაისის მოვლენებს, ადამიანის უფლებების დარღვევებს. ასევე გადაცემულია 100-კაციანი პოლიტპატიმართა სია, მათ შორის არიან: ცოტნე გამსახურდია, მერაბ რატიშვილი, ვახტანგ მაისაია, ომარ ქუცნაშვილი.

ინაშვილის განცხადებით, მასალებზე „წინააღმდეგობის მოძრაობამ“ და „ყოფილმა პოლიტპატიმრებმა - ადამიანის უფლებებისათვის“ იმუშავა.

მანამდე, ინაშვილის თქმით, სარკოზს აღნიშნული მასალები ფრანგმა სენატორებმაც გადასცეს და ინფორმირებული იყო საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევაზე, პოლიტპატიმრებზე და 26 მაისის მოვლენებზე.

ინაშვილის თქმით, ფრანგ სენატორებს „წინააღმდეგობის მოძრაობის“ წარმომადგენლები საფრანგეთის სენატში შეხვდნენ, სადაც მასალები მიაწოდეს.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები