კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ანი მიროტაძემ ჟურნალისტებს წყნეთში სააკაშვილის ძმების და მაღალჩინოსნების მშენებარე სახლები აჩვენა

5 ოქტომბერი, 2011

„ეროვნული ფორუმის“ პარტიული საქმიანობის დაგეგმვის ბიუროს ხელმძღვანელმა, ანი მიროტაძემ 3 სექტემბერს ჟურნალისტებს წყნეთში, კაკლების უბანში მშენებარე ის სახლები აჩვენა, რომელიც, მისი ინფორმაციით, პრეზიდენტის ძმების - დავით და გიორგი სააკაშვილების საკუთრებას წარმოადგენს.

მიროტაძის განცხადებით, კაკლების უბანში, სადაც 2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ ერთ ღამეში 3500 ხე მოჭრეს, შპს „ველაჯიოს“ დაკვეთით, რომელიც დავით სააკაშვილთან ასოცირდება, ორი ერთბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა დაიწყო, მის გვერდით კი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძის სახლის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოებია დაწყებული“.

„დავით და გიორგი სააკაშვილების, გრიგოლ ვაშაძისა და ნინო ანანიაშვილის, არჩილ გეგენავასა და სხვა მრავალი მაღალჩინოსნის სახლები იმ ტერიტორიაზე შენდება, სადაც ადრე არათუ სახლები, არამედ ავტომობილის სავალი გზაც კი არ იყო გაყვანილი. ყველას გვახსოვს მიხეილ სააკაშვილის დაპირება იმის შესახებ, რომ იგი მკაცრად გააკონტროლებდა თითოეული კორუმპირებული ჩინოვნიკის წესიერებას და დაისჯებოდა ყველა, ვისაც კი მეტ-ნაკლები ცდუნება გაუჩნდებოდა, ხალხის ხარჯზე პირადი კეთილდღეობა მოეწყო და ფეშენებული ვილები აეშენებინა. ვფიქრობ, მას ბევრი დასასჯელი კორუმპირებული ჩინოვნიკი დაუგროვდა, რადგანაც  არა მარტო წყნეთში, არამედ თბილისის შემოგარენში ასეულობით ვილა შენდება და მისი მფლობელები, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, მიხეილ სააშვილის მაღალჩინოსნები არიან“, - განაცხადა ანი მიროტაძემ.

„2003 წლამდე აქ არც ერთი სახლი არ აშენებულა და მხოლოდ ტყე-პარკი იყო. თუ ამ ხელისუფლებას პრეტენზია აქვს, თქვას, რომ ქვეყანაში რაღაცის გაკეთება 2003 წლის შემდეგ დაიწყო, ეს სწორედ ის შემთხვევაა: მას შეუძლია „იამაყოს“, რომ კაკლების უბნის „ისტორია“ სწორედ 2003 წლის შემდეგ დაიწყო“, - დასძინა მიროტაძემ.

საინფორმაციო სააგენტო „პირველი“

ახალი ამბები