კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

26 მაისს დაზარალებული ჟურნალისტების სარჩელთან დაკავშირებით 10 მოწმე დაიკითხება

5 ოქტომბერი, 2011

26 მაისის მოვლენებისას დაზარალებული ჟურნალისტების სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო 10 მოწმეს დაკითხავს.

აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამზადებელი სხდომა დასრულდა.

მოსამართლე თეა თადაშვილმა დააკმაყოფილა მოსარჩელე მხარის ადვოკატის შუამდგომლობა 10 მოწმის დაკთხვასთან დაკავშირებით.

სასამართლო პროცესი 26 ოქტომბერს, 11.00 საათზე განახლდება. მოპასუხე მხარე - შინაგან საქმეთა სამინისტრო შესაგებელს წარადგენს, რის შემდეგაც სასამართლოს მთავარი სხდომა ჩაინიშნება და მოწმეების დაკითხვის პროცესიც დაიწყება.

ცნობისთვის, შს სამინისტროს წინააღმდეგ სარჩელი სასამართლოში შვიდმა განმცხადებელმა შეიტანა - „ნეტგაზეთის“ ჟურნალისტებმა კონსტანტინე სტალინსკიმ და თაზო კუპრეიშვილმა, გაზეთ „გურია ნიუსის“ ჟურნალისტმა ნატო გოგელიამ, შპს გაზეთმა „ბათუმელები“, შპს „ჩოხატაურის მაცნემ“, შპს „ახალმა ამბებმა“ და შპს რადიოცენტრმა „პლიუსმა“.

ჟურნალისტები და მედიასაშუალებები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან 26 მაისის მოვლენების დროს სამართალდამცველთა მხრიდან მიყენებული ჯანმრთელობის ზიანისა და ტექნიკის დაკარგვით გამოწვეული ზარალის ანაზღაურებას მოითხოვენ.

ჟურნალისტების თქმით, სასამართლოში სამოქალაქო წესით სარჩელის შეტანამდე მათ სისხლის სამართლის საქმის აღძრვის თხოვნით არაერთხელ საქართველოს მთავარ პროკურატურას მიმართეს, მაგრამ ამას შედეგი არ მოჰყოლია.

საინფორმაციო სააგენტო „პირველი“

ახალი ამბები