06:12, Thursday, 22.10.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ერთდღიანი ტრენინგი გურჯაანში არასამთავრობო და მედიის წარმომადგენლებისათვის

06.10.2011
17 ოქტომბერს, გურჯაანში ადამიანის უფლებათა ცენტრი ადგილობრივი არასამთავრობო და მედიის წარმომადგენლებისთვის ჩაატარებს ერთდღიან ტრენინგს სიძულვილის ენის შესახებ.

პროექტი ხორციელდება ჰაინრიხ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის ოფისის მიერ ევროკავშირის დაფინანსებით. ადამიანის უფლებათა ცენტრი პროექტის პარტნიორი ორგანიზაციაა, „ინტერნიუს-საქართველოსა“ და ასოციაცია „ათინათთან“ ერთად.

ტრენინგი გაიმართება ქართულ ენაზე დღის 10:00 საათიდან 18:00 საათამდე. დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ელ-ფოსტაზე echapidze@yahoo.com  ან maikoabashidze@yahoo.com  13 ოქტომბრის 18:00 საათამდე.

მონაწილეები თვითონ არიან პასუხისმგებლები მუნიციპალიტეტებიდან მგზავრობაზე. ტრენინგში მონაწილეობა შეზღუდულია და აუდიტორია გათვალისწინებულია 20 მონაწილეზე.

ადამიანის უფლებათა ცენტრი

სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

მე აფხაზეთში მელიან
აფხაზეთში ბოლოს ხუთი წლის წინ ვიყავი. მას შემდეგ დღე არ გადის, მასზე არ ვიფიქრო, არ ვინატრო იქაური ცის ყურება, რადგან იქ ცაც კი
ვრცლად...
მორიგების მორიგი შეთავაზება
ძალადობის მსხვერპლი ქალები
არქივი
   

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC