კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„გაწყვიტეთ თოკები“ - ახალგაზრდების საპროტესტო პერფორმანსი თავისუფლების მოედანზე

12 ოქტომბერი, 2011

საქართველოსა და საფრანგეთის პრეზიდენტების და ათასობით მოქალაქის მიერ თავისუფლების მოედნის დატოვების შემდეგ, ახალგაზრდების ჯგუფმა წმინდა გიორგის მონუმენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია გამართა.

ჟურნალისტებთან საუბრისას ახალგაზრდებმა განაცხადეს, აქ ათასობით ადამიანი ძალით იყო მიყვანილი.

გიორგი აბდუშელიშვილის განცხადებით, ხალხს კისერზე თოკი შეაბეს და პრეზიდენტების მოსასმენად ისე მირეკეს. თუ ვინმეს სურვილი ჰქონდა საქართველოსა და საფრანგეთის პრეზიდენტები ეხილა, თავად უნდა მოსულიყო და არა ძალდატანებით.

ახალგაზრდებმა თეატრალიზებული სანახაობაც მოაწყვეს. სამ მათგანს ყელზე თოკები ჰქონდა შებმული, ხოლო ერთი გოგონა მათ თავისუფლების მოედანზე ძალით მიერეკებოდა.

აქციის მონაწილე ლევან ბზიაშვილმა ლექსები წაიკითხა, რის შემდეგაც ახალგაზრდებმა თავისუფლების მოედანი დატოვეს.

ვიდეო

პალიტრა ტვ

ახალი ამბები