კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მუშებმა ნატო ვაჩნაძის სახლ - მუზეუმის რეაბილიტაციის დასრულებაზე უარი თქვეს

12 ოქტომბერი, 2011

ნატო ვაჩნაძის სახლ - მუზეუმის რეაბილიტაციაზე დასაქმებულ მუშებს ხელფასს არ აძლევენ. უხელფასოდ დარჩენილმა მუშებმა, პროტესტის ნიშნად, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებაზე უარი თქვეს.

როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს მუშებმა განუცხადეს, შპს „თბილსათბობმშენის“ დირექტორი თამაზ გიორგაძე მათ 3 თვის ხელფასს არ უხდის. მათივე თქმით, შპს „თბილსათბობმშენი“-დან ამ დრომდე არ მიუღიათ პანკისის ხეობის სოფელ დუმასტურში სკოლის რეაბილიტაციაზე მუშაობის თანხაც.

შპს „თბილსათბობმშენი“ აწარმოებს გურჯაანის რაიონის სოფელ ჩალაუბანში სასმელი წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებსაც. მუშების თქმით, კომპანია ხელფასს არც ჩალაუბანში დასაქმებულ მუშებს უხდის.

„ორჯერ მოგვცა ფული 3 თვის წინ. ხელზე გადაგვიხადა. ხელი არაფერზე არ მოგვიწერია. ახლა იძახის, ფული გადახდილი მაქვსო. თვითონ თუ მოაწერა ხელი ჩვენს ნაცვლად, არ ვიცით, მაგრამ ფული არ მოუცია. ხელფასის გადახდა რომ მოვთხოვეთ, შეგვაგინა და პოლიციაში საჩივარი შეიტანა, თაღლითები არიანო“, - აღნიშნეს ნატო ვაჩნაძის სახლ - მუზეუმის რეაბილიტაციაზე დასაქმებულმა მუშებმა.

შპს თბილსათბობმშენის“ დირექტორი თამაზ გიორგაძე მუშების ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს. მისი თქმით, მუშების მიმართ დავალიანება არ აქვს. გიორგაძე ამბობს, რომ მუშები ერთჯერადად ჰყავდა დაქირავებული და მათთან დოკუმენტების გაფორმება საჭირო არ იყო.

ფოტორეპორტაჟი

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები