კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სოფელ ოძისის მოსახლეობამ გზა გადაკეტა

17 ოქტომბერი, 2011

დუშეთის რაიონის სოფელ ოძისის მოსახლეობამ ცხინვალის რეჟიმის მიერ დაკავებული თანასოფლელების გათავისუფლების მოთხოვნით, თბილისის - ოძისი -  ახალგორის გზა გადაკეტა.

„ერთადერთი მოთხოვნა გვაქვს. გვაინტერესებს სად ჰყავთ და რა პირობებში არიან დაკავებულები. ქართულ პოლიციასაც მივმართეთ, მაგრამ გვითხრეს, თუ რამეს შევიტყობთ, გაგაგებინებთო. ჯერ არაფერი არ ისმის მათგან. ერთი კვირა გადის და ხომ უნდა გავიგოთ როგორ არიან დაკავებულები“, - განუცხადა მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრს ერთ-ერთი დაკავებულის ძმამ მამუკა ჯავახიშვილმა.

დაახლოებით 2 საათის განმავლობაში გადაკეტილი გზა პოლიციამ გახსნა. პოლიციის თანამშრომლებმა საპროტესტო აქციის მონაწილეები გზიდან გაიყვანეს, რის შემდეგაც მოძრაობა განახლდა.

სოფელ ოძისიდან 3 ადამიანი, 52 წლის პაატა ჯავახიშვილი, 35 წლის გირგი გურგენიშვილი და კიდევ ერთი პირი, რომლის ვინაობა ამ დრომდე უცნობია, 11 ოქტომბერს გაიტაცეს. გატაცებულთა ახლობლების თქმით, მათი ოჯახის წევრები ტყეში ფიჩხის შესაგროვებლად იყვნენ წასულები.

მცხეთა - მთიანეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, დაკავებულებს ბრალად საზღვრის უკანონო გადაკვეთა ედებათ და ცხინვალის იზოლატორში არიან მოთავსებულები. დაკავებულები საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ჯერ არ მოუნახულებიათ.

სოფელი ოძისი ახალგორის მოსაზღვრე ბოლო ქართული სოფელია.

ვიდეო

მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები