კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ფულის გათეთრების ბრალდებით „ქართუ ჯგუფის“ თანამშრომლები დააკავეს

19 ოქტომბერი, 2011

თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ბრალდებით, „ქართუ ჯგუფის“ თანამშროლები დააკავეს. ამ ფაქტზე ბიძინა ივანიშვილის პრესსამდივნომ საგანგებო განცხადება გაავრცელა.

„საქართველოს ხელისუფლებამ დაიწყო ღია, აგრესიული და კრიმინალური შეტევა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. 2011 წლის 18 ოქტომბერს, 17:00 საათზე განხორციელდა პირდაპირი თავდასხმა ბანკ „ქართუზე“, რომელიც ბიზნესმენ ივანიშვილს ეკუთვნის. „საქართველოს ბანკის“ სათავო ოფისიდან გამოსულ ბანკ „ქართუს“ ინკასაციის მანქანას თავს დაესხნენ ძალოვანი უწყების წარმომადგენლები, სპეცდანიშნულებისა და პოლიციის თანამშრომლები, იარაღისა და ძალის გამოყენებით დააკავეს ბანკი „ქართუს“ ექვსი თანამშრომელი და წაიყვანეს ბანკის კუთვნილი ინკასაციის მანქანა, რომელსაც გადაჰქონდა „ქართუს“ საკუთრებაში არსებული დიდი ოდენობით თანხა. ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან ადგილი აქვს ძალადობრივ აქტს. ქმედება განხორციელებულია საქართველოს კონსტიტუციისა და ყველა საერთაშორისო ნორმის ფეხქვეშ გათელვით. მოვითხოვთ დაკავებული პირების სასწრაფოდ გათავისუფლებას და ბანკი „ქართუს“ ქონების დაბრუნებას. აღნიშნული წარმოადგენს პოლიტიკური ნიშნით დევნის უპრეცედენტო ფაქტს. მივმართავთ საზოგადოებრივ ინსტიტუტებს, დიპლომატიურ წარმომადგენლობებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს დაუყოვნებლივ რეაგირებისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.

ივანიშვილის პრესსამდივნოს ცნობით, დაკავებულები არიან ბანკი „ქართუს“ თანამშრომლები, მოლარეები - ინგა ჯავახია, ირმა ქეთიშვილი, ლია მაღრაძე, ნატო დავითულიანი, ინკასატორები - არჩილ ჯაფარაშვილი და ზაზა ყაველაშვილი.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები