კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მრგვალი მაგიდა: „დახურული ინტერნეტ ურთიერთობის მონიტორინგი“

მრგვალი მაგიდა: „დახურული ინტერნეტ ურთიერთობის მონიტორინგი“

ხუთშაბათს, 20 ოქტომბერს, 13:00 საათზე, (მის.: ძმ. ზუბალაშვილების 7ბ, მე-5 სართული) თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი, ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტთან (IWPR) ერთად დაინტერესებულ პირებს გეპატიჟებათ მრგვალ მაგიდაზე: „დახურული ინტერნეტ ურთიერთობის მონიტორინგი“ - ჩვეულებრივი ოპერატიულ-სამძებრო მოქმედება თუ პირადი ცხოვრების უფლების ხელყოფა

2010 წლის 24 სექტემბერს „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ” კანონში შევიდა ცვლილება, რომელიც სამართალდამცავ ორგანოებს, სასამართლო ნებართვის გარეშე, დახურულ ინტერნეტ ურთიერთობებზე დაკვირვების შესაძლებლობას აძლევს.  ექსპრტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკანონმდებლო ჩანაწერი ბუნდოვანია და არღვევს საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებულ პირადი ცხოვრების უფლებას.
 
მრგვალი მაგიდის მიზანია, ამ სფეროთი დაინტერესებულ პირებს საკითხის სიღრმისეული განხილვისა და გაანალიზების საშუალება მისცეს.
 
ძირითადი მომხსენებლები:

•     გიორგი გოცირიძე - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი;
•    დოდკა ხარხელი - სოციალური მედიის კონსულტანტი.
 
მოდერატორი: ია ანთაძე  (ჟურნალისტი)

 სამწუხაროდ, დისკუსიაში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს ზემოთხსენებული კანონპროექტის ინიციატორებმა.
 
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, დაუკავშირდეთ: შორენა ლათათიას, თბილისის ადამიანისუფლებათა სახლი, შემდეგ ნომრებზე: 8322 18-04-71;  598 51 91 26 ან მისწეროთ შემდეგელ-მისამართზე:
mediacentre.hrht@gmail.com

დასწრება თავისუფალია!

აღნიშნული მრგვალი მაგიდა ხორციელდება თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის მედია ცენტრის ფარგლებში, „ეროვნული წვლილი დემოკრატიაში-ს“ ფინანსური მხარდაჭერით.