კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ნოდარ ჯავახიშვილი ბანკი „ქართუდან“ ანაბრების გატანის მაჩვენებლის ზრდაზე საუბრობს

20 ოქტომბერი, 2011

„ქართუ ჯგუფის“ პრეზიდენტი ნოდარ ჯავახიშვილი ბანკი „ქართუდან“ ანაბრების გატანის მაჩვენებლის ზრდაზე საუბრობს.

როგორც რადიო „პალიტრის“ გადაცემა „რეზიუმეში“ ნოდარ ჯავახიშვილმა გუშინ განაცხადა, გაიზარდა მოთხოვნა „ქართუდან“ ანგარიშების სხვა ბანკებში გადატანაზე.

„ზუსტად ამისთვის გვჭირდებოდა ის თანხა, რომ ჩვენი კლიენტები არ შეგვეფერხებინა. ვიცით, მიდის ზეწოლა, რომ კლიენტებმა ანაგარიშები სხვა ბანკებში გადაიტანონ. „ქართუსთან” დაკავშირებული ინციდენტი არის პირდაპირი მითითება, რომ ეს ბანკი არის ხელისუფლების დარტყმის ქვეშ და გადაიტანეთ ფული, რათა არ დაგეკარგოთ“, - აღნიშნა ჯავახიშვილმა.

ჯავახიშვილი არ გამორიცხვას, რომ პრობლემები შეექმნას „ქართუ ჯგუფის“ მიერ დაფინანსებულ საქველმოქმედო პროექტებსაც.

„დღეს არც ერთი ოპერაცია შეჩერებული არ გვაქვს, მაგრამ თუ ასეთი ზეწოლა, მათ შორის ფინანსური ბერკეტებით გაგრძელდება, შესაძლებელია, რომ ყველა ეს პროექტი გაჩერდეს“, - განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა. საუბარია სხვადასხვა საქველმოქედო პროექტზე, მათ შორის ხელოვნების სფეროსა და სპორტის წარმომადგენლებისთვის საქველმოქმედო ფონდის მიერ დანიშნულ ხელფასებზეც.

შს სამინისტრომ 18 ოქტომბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ბრალდებით რამდენიმე პირი დააკავეს. შსს-ს ცნობით, მათ თან ჰქონდათ დიდი ოდენობით ნაღდი ფული. სისხლის სამართლის საქმე საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მესამე ნაწილითაა (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრება) აღძრული. ბანკი „ქართუს“ ინკასაციის მანქანას ძალოვანი უწყების წარმომადგენლებმა „საქართველოს ბანკის“ სათავო ოფისთან დააკავეს.

არსებული ინფორმაციით, ამოღებულია ერთი მილიონი ევრო და ორი მილიონი დოლარი.
აღნიშნულ ფაქტს ბიძინა ივანიშვილის პრესსამდივნო ბიზნესმენის წინააღმდეგ აგრესიულ და კრიმინალურ შეტევად აფასებს.

დაკავებული იყვნენ ბანკი „ქართუს“ თანამშრომლები, მოლარეები – ინგა ჯავახია, ირმა ქეთიშვილი, ლია მაღრაძე, ნატო დავითულიანი, ინკასატორები – არჩილ ჯაფარაშვილი და ზაზა ყაველაშვილი. ისინი მოწმის სტატუსით დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლეს.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები