კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დუშეთსა და მცხეთაში სასმელი წყლის თითქმის ყველა ნიმუშში მაღალი მიკრობული დაბინძურება გამოვლინდა

24 ოქტომბერი, 2011

სპეციალისტებმა მცხეთა-მთიანეთის რეგიონში სასმელი წყლის ხარისხი შეისწავლეს. ლაბორატორიული კვლევების შედეგად დუშეთსა და მცხეთაში სასმელი წყლის თითქმის ყველა ნიმუშში მაღალი მიკრობული დაბინძურება გამოვლინდა. სასმელი წყალი არაკეთილსაიმედოა სტეფანწმინდაშიც.

კვლევის შედეგების მიხედვით, დუშეთი - ჟინვალი - სანახშირეს სათავე ნაგებობიდან აღებული სასმელი წყლის ყველა ნიმუში, გარდა ერთისა (სანახშირეს სათავე ნაგებობა) მიკრობიოლოგიური მაჩვენებლების მიხედვით დაბინძურებულია.

რაც შეეხება მცხეთას, მიკრობიოლოგიური მაჩვენებლების მიხედვით სასმელი წყლის ყველა ნიმუში აქაც დაბინძურებულია, გარდა ერთისა, რომელიც აღებულია საქლორატოროს შემდეგ. განსაკუთრებით მაღალი მიკრობული დაბინძურებით გამოირჩევა კაკლის წყარო, სადაც საერთო კოლიფორმებისა და E.coli-ს რაოდენობა 1 ლიტრ წყალში 230 კწე-ს შეადგენს.

თითქმის ანალოგიური მდგომარეობაა სტეფანწმინდაშიც. სპეციალისტების დასკვნით, E.coli-ს რაოდენობა აღემატება დადგენილ ნორმებს, რაც მიუთითებს წყლის არაკეთილსაიმედოობაზე.

დასკვნის მიხედვით, წყალსადენის სისტემების უმრავლესობა მუშაობს ექსპლუატაციის წესების დარღვევით, არსებული წყალსადენების 60%-ის სანიტარიულ-ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელი და ხშირად კრიტიკულია. წყალსადენების უმრავლესობას არ გააჩნია წყლის გამაუვნებელი დანადგარები, სანიტარიული დაცვის ზონები, არ აქვს ნედლი წყლის დამუშავებისათვის აუცილებელი გამწმენდი ნაგებობები, წყლის მომზადების არსებული სქემები და ტექნოლოგიები არასრულყოფილია და არ შეესაბამება თანამედროვე მოთხოვნებს, ძირითადად წყლის მიწოდება ხდება წყვეტილად, გრაფიკით. გარდა ამისა, პრაქტიკულად წყლის ყველა ობიექტი განიცდის უარყოფით ანთროპოგენურ და ტექნოგენურ ზემოქმედებას.

მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები