კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მოქალაქე პროკურატურისგან მოითხოვს, პოლიციელს ბრალი წაუყენოს

24 ოქტომბერი, 2011

მოქალაქე ვაჟა მჟავანაძე აჭარის პროკურატურას აჭარის პოლიციის II განყოფილების ხელმძღვანელის, ემზარ სურმანიძის მიმართ ბრალის წაყენებას სთხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან შიმშილობას გეგმავს. აჭარის პროკურატურაში აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.

ვაჟა მჟავანაძის განცხადებით, სამართალდამცავმა სურმანიძემ მისი ქონება მიითვისა, მათ შორის - ძვირადღირებული თოფი: „ჩემი ძმის, ზაზა მჟავანაძის მიმართ სისხლის სამართლის დანაშაულის საგამოძიებო პერიოდის პარალელურად, აჭარის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელმა ემზარ სურმანიძემ მიითვისა ჩემი და ჩემი ოჯახის ნივთები. არადა, მან გარანტია მოგვცა, რომ ძვირადღირებული თოფი (დამამზადებლის ლოგო: L.SCHIWY BERLIN S.W. 68) და სხვა ნივთები დაგვიბრუნდებოდა“.

ემზარ სურმანიძე ამჟამად აჭარის მთავრი სამმართველოს პოლიციის II განყოფილების უფროსია. მის მიერ ჩადენილ ქმედებებთან დაკავშირებით, მჟავანაძემ განცხადებით მიმართა სხვადასხვა სტრუქტურას: საქართველოს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას, რომელმაც წერილი აჭარის პროკურატურას გადაუგზავნა რეაგირებისათვის.

ვაჟა მჟავანაძე: „2011 წლის 1 ივნისს, აჭარის ა/რ პროკურატურის ანტიკორუფციული საგამოძიებო ნაწილის უფროს გამომძიებელ ალექსანდრე ფუტკარაძისგან ასეთი პასუხი მივიღე: „მოკვლეული მასალების მიხედვით, თქვენს განცხადებაში მოყვანილი ფაქტები არ შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. აქედან გამომდინარე აღნიშნულ ფაქტზე გამოძიების დაწყება არ არის მიზანშეწონილი“. ეს გადაწყვეტილება ანტიკორუფციული საგამოძიებო ნაწილის უფროსმა გამომძიებელმა ფუტკარაძემ ისე გამოიტანა, რომ ორი განმცხადებლიდან მხოლოდ მე - ვაჟა მჟავანაძეს შემხვდა თავის კაბინეტში, ხოლო ჩემს ძმასთან შემდეგი სახის სატელეფონო საუბარი ჰქონდა: „როგორა ხარ ჯიგარო. რა განცხადებებს მიწერ?!“

მაკა მალაყმაძე, აჭარა

ახალი ამბები