კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

UNESCO-მ აფხაზური ენა გაქრობის საფრთხის წინაშე მდგომი ენების სიაში შეიტანა

25 ოქტომბერი, 2011

„იუნესკომ“ აფხაზური ენა ოფიციალურად შეიტანა იმ ენების სიაში, რომლებიც გაქრობის საფრთხის წინაშე არიან.

როგორც „ეხო კავკაზა“ აღნიშნავს, „ამჟამინდელი კრიტიკული სიტუაცია, რა თქმა უნდა, გუშინ ან გუშინწინ არ შექმნილა, XIX საუკუნეში მუჰაჯირების კატასტროფამ აფხაზეთი ეთნიკური მოსახლეობით დასახლებულ ქვეყნად აქცია, რომელშიც ურთიერთობის ენად ეტაპობრივად, თუმცა მყარად რუსული იქცა“.

„არსებული სიტუაცია ქართულმა დემოგრაფიულმა და პოლიტიკურმა ექსპანსიამაც განაპირობა, რომელმაც გასული საუკუნის შუა წლებში აფხაზური სკოლების ქართულ სწავლებაზე გადაყვანა გამოიწვია. აფხაზეთის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ჩანდა, რომ მდგომარეობის შესაცვლელად წინააღმდეგობა აღარ არსებობდა, თუმცა სახელმწიფო ენის გამოყენების არეალი ინტერნაციონალურ კოლექტივებში, საზოგადოებრივ ადგილებში და მედიაში მაინც არ გაფართოებულა. მშობლიურ ენას აფხაზეთის ქალაქებში გაზრდილები კვლავინდებურად ვერ ფლობენ. აფხაზური ენის შენარჩუნებისა და განვითარებისთვის სახელმწიფო პოლიტიკაში სერიოზული ნაბიჯების გადადგმა იყო საჭირო“, - აცხადებს მიმომხილველი ვიტალი შარია.

საინფორმაციო სააგენტო „პირველი“

ახალი ამბები