კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

12 წლის გოგონა ახლადგაკეთებულმა ხიდმა იმსხვერპლა

26 ოქტომბერი, 2011

12 წლის ნაზი მიქელაშვილი მდინარე არაგვში 2011 წლის 20 ივნისს დაიხრჩო. მაშინ მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრს დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ლაშა ჯანაშვილმა განუცხადა, რომ ბავშვები მდინარის პირას თამაშობდნენ, ერთ-ერთ მათგანს ფეხი დაუცურდა და სტიქიის გამო ადიდებულ წყალში ჩავარდა.

გუშინ მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტები უკანა ფშავში იმყოფებოდნენ. აღმოჩნდა, რომ სოფელ თხილიანაში 12 წლის გოგონას სიცოცხლე ახლადგაკეთებულმა ხიდმა იმსხვერპლა.

„ბავშვები და მასწავლებელი ხიდზე გადადიოდნენ. მოულოდნელად ხიდი ჩატყდა, ჩემი შვილიშვილი ადიდებულ არაგვში ჩავარდა. მასწავლებელმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხა, რადგან ნაზის დაც მდინარეში ვარდებოდა და მას დაეხმარა. ხიდი ახალი გაკეთებული იყო, მაგრამ როგორც ჩანს უხარისხოდ გააკეთეს და ამას ბავშვის სიცოცხლე შეეწირა,“- განუცხადა მცხეთა - მთიანეთის საინფორმაციო ცენტრს გარდაცვლილი ნაზი მიქელაშვილის პაპამ იოსებ ჯაბანიშვილმა.

სოფელ თხილიანას მაცხოვრებლების თქმით, გოგონას გარდაცვალების შემდეგ მათ ახლადგაკეთებული ხიდი მოშალეს და ისევ ძველი ხიდით სარგებლობენ, რომელიც სიცოცხლისთვის ასევე საშიშია.

დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის მანანა ნარიმანიძის განცხადებით, სოფელ თხილიანაში ხიდი 2009 წელს გაკეთდა. ხიდის გასაკეთებლად 7 720 ლარი ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოიყო. ხიდის სამშენებლო სამუშაოები შპს „ფაზისმა“ შეასრულა.

გოგონას გარდაცვალების ფაქტზე დუშეთის პოლიციაში სისხლის სამართლის საქმე აღძრული არ არის.

მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები