კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

უკანა ფშავის 23 სოფლიდან 11 ნასოფლარია, 12 სოფელში კი 50 ოჯახიღა ცხოვრობს

26 ოქტომბერი, 2011

უკანა ფშავის 23 სოფლიდან 11 ნასოფლარია, 12 სოფელში კი 50 ოჯახიღა ცხოვრობს. როგორც ადგილობრივებმა მცხეთა - მთიანეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადეს, მოსახლეობამ სოფლები ახადი და მათურა ბოლო ორი წლის განმავლობაში დატოვა.

„ხალხი მთას ყოველ წელს ტოვებს. მხოლოდ მთები და ნასოფლარები რჩება, ხელისუფლება მთას ყურადღებას არ აქცევს. ახალგაზრდები ბარში მიდიან საცხოვრებლად, რადგან ადგილზე დასაქმების არანაირი საშუალება არ არის. აქ ძირითადად მოხუცებიღა დავრჩით. როდემდე გავძლებთ, არ ვიცით. ვაი ჩვენს ცხოვრებას. ცუდი გზაა, თოვლი რომ მოდის, აქ მოსვლა შეუძლებელია, გზები იკეტება და მაისამდე სოფლები გარესამყაროს არის მოწყვეტილი. სოფლებში ზამთარში დარჩენილი მოსახლეობისგან, ვინ ცოცხალი დაგხვდება და ვინ მკვდარი გაზაფხულამდე არ ვიცით ხოლმე“, -  აღნიშნა სოფელ ვაკის მკვიდრმა ვახტანგ ცოკილაურმა.

უკანა ფშავის სოფელ მუქოში მხოლოდ ორი ოჯახია დარჩენილი. „ცუდი  გზაა მთაში, სკოლა და სამედიცინო დაწესებულება 12 სოფლიდან მხოლოდ ერთ სოფელშია. მუქოში მობილური ტელეფონების ანძები არ არის და ნათესავები ტელეფონითაც ვერ მიკავშირდებიან. ასეთ პირობებში ახალგაზრდები ვერ იცხოვრებენ და იძულებულები არიან თბილისში ან დუშეთში გადავიდნენ საცხოვრებლად. ხელისუფლებას მთის პრობლემები და მოსახლეობა საერთოდ არ აინტერესებს“, - განუცხადა მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრს სოფელ მუქოს მკვიდრმა შალვა წითელაურმა.

მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები